საბირ რუსთამხანლის ლექსები ესპანეთის ლიტერატურულ პორტალში
ესპანეთის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Alquibla”-იმ სახელმწოფო მთარგმნელობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო პოეტის საბირ რუსთამხანლის ესპანურ ენაზე თარგმნილი ლექსებისა - „შეკითხვა“ და „ათას წლეულები“.
ლექსები, რომლებსაც თან ერთვის ვრცელი ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ, ესპანურად თარგმნეს ესპანელმა ფილოლოგმა ევა კონტრერასმა და ცენტრის სპეციალისტმა ესპანურ ენაში აისელ ალიევამ.
უნდა აღინიშნოს, რომ ლიტერატურული პორტალი “Alquibla”, რომელსაც ფართო მკითხველთა აუდიტორია გააჩნია, სისტემატურად აქვეყნებს მსოფლიოს ისეთი პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებებს, როგორებიც არიან ხუან გილ ალბერტი, ქუსტავ ალბერტო ბეკერი, ჯეინ ოსტინი, ვირჯინია ვილფი, ჟან პოლ სარტრი, ემილ ზოლა და როკე დალტონ ქარსია.
საბირ რუსთამხანლი
(1946)
-აზერბაიჯანის სახალხო პოეტი;
-1989 წელს დააარსა პირველი დამოუკიდებელი პრესა აზერბაიჯანში - გაზეთი "აზერბაიჯანი";
-ავტორია პოეტური კრებულებისა "თუ გინდა მიცნობდე", "პასუხს ველოდები", "განჯის ჭიშკარი", "მადლობა, ჩემო დედაენავ!", "მეხსიერება", "დრო მიდის" და პოემებისა „მთლიანობა“, „დევნილები“, „ჯავად ხანი“ და „შეხვედრა ორხონთან“, ასევე გამოცემული აქვს რომანები, „მამაჩემის სული“, „ხათაის მამული“ და „ლურჯი ღვთაება“.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.