8 ნოემბერი — გამარჯვების დღე
2020 წელი იქცა დიდებულ თარიღად, რომელსაც აზერბაიჯანის ისტორიაში მარად სიამაყის გრძნობით გაიხსენებენ. სწორედ ამ წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ილჰამ ალიევის ურყევი ნებისყოფისა და ტრიუმფალური აზერბაიჯანული არმიის სიმამაცის წყალობით განთავისუფლდა მშობლიური ყარაბაღი, რომელიც წლების განმავლობაში მტრის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. თავის ძირძველ პატრონს დაუბრუნდნენ ჩვენი ქალაქები, სოფლები, მთები და ტყეები და მომხდურისგან გათავისუფლებულებმა შვებით ამოისუნთქეს. მშობლიური კალთა დაახვედრა ასაღორძინებლად მოსულ ღვიძლ შვილებს ჩვენმა მიწამ, რომლის ყველა მტკალევიც მოწამეთა სისხლითაა მორწყული. 44-დღიან სამამულო ომში, აზერბაიჯანელმა ხალხმა მთელ მსოფლიოს უჩვენა სამაგალითო ერთიანობა და სიმტკიცე; ამ რთულ და საპასუხისმგებლო პერიოდში კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაინახა ვინ მტერია და ვინ მოყვარე.
დიახ, ჭეშმარიტად სამართლიანი ომი, რომელიც მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო, დასრულდა აზერბაიჯანის ბრწყინვალე გამარჯვებით და აღდგა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს დიდი გამარჯვება, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ იქნა მიღწეული სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და დიპლომატიური წარმატებების ფონზე, გახლავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ილჰამ ალიევის ბრძნული, შორსმჭვრეტელი პოლიტიკის, მაღალი დიპლომატიური უნარების, ინტენსიური და უწყვეტი საქმიანობის შედეგი; სწორედ ამგვარმა პოლიტიკამ დღითიდღე მიგვაახლოვა გამარჯვებას, რაც საბოლოო ჯამში რეალობად იქცა -- აზერბაიჯანმა თავისი გადამწყვეტი და მტკიცე სიტყვა როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო ასპარეზზე თქვა!
აზერბაიჯანო! შენ მხოლოდ გამარჯვება და ტრიუმფი გშვენის!
და სხვა ...
-
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია "ჰეიდარ ალიევის წლის" ფარგლებში გამოცემული წიგნისა "ჰეიდარ ალიევი და საქართველო". პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება გახსნა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა; მან ისაუბრა ისტორიის რთულ პერიოდებში ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტ როლზე საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და მის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა. შემდეგ სიტყვა მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს, სახალხო მწერალ აფაგ მესუდს:
-
გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“
საქართველოს ინტელიგენციისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“, რომელიც ეძღვნება მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავს.
-
რუსული ლიტერატურის დაბრუნება აზერბაიჯანში
შედგა პრეზენტაცია წიგნებისა „პატარა გმირი“ (ფ.დოსტოევსკი) და „ჩევენგური“ (ა.პლატონოვი), რომლებიც გამოიცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და რუსეთის მთარგმნელობით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში...