რუსეთის მთარგმნელობითმა ინსტიტუტმა წარადგინა აზერბაიჯანული წიგნები
ბაქოს წიგნის მე-10 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და რუსეთის მთარგმნელობითი ინსტიტუტის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად რუსეთში გამოცემული წიგნების -"მკვლელობის დღე" (იუსიფ სამადოღლუ), "ხუთი წუთი და მარადისობა" (ელჩინი) და "ლეგენდის მეორე ცხოვრება" (ელვირ არასლი) - პრეზენტაციის ცერემონია.
ღონისძიება შესავალით გახსნა ცენტრის ლიტერატურული ურთიერთობების კოორდინატორმა რუსეთთან, ბელორუსიასა და უკრაინასთან პუსტა ახუნდოვამ, რომელმაც ისაუბრა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და რუსეთის მთარგმნელობითი ინსტიტუტის მჭიდრო თანამშრომლობაზე და გასულ წელს ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე.
რუსეთის მთარგმნელობითი ინსტიტუტის დირექტორმა, ცნობილმა პოეტმა ევგენი რეზნიჩენკომ, მაღალი შეფასება მისცა ცენტრის საქმიანობას, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსული ლიტერატურის პოპულარიზაციაში აზერბაიჯანში, ასევე აზერბაიჯანული ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში რუსეთში. სტუმარმა ყურადღება გაამახვილა ამ ურთიერთპროდუქტიული თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე.
მოგვიანებით მწერალმა და მთარგმნელმა ეთიმად ბაშქეჩიდმა, პოეტებმა და მთარგმნელებმა მაჰირ გარაევმა და იმირ მამადლიმ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თელმან ჯაფაროვმა და სხვებმა ღონისძიების მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი შეხედულებები რუსეთში გამოქვეყნებულ აზერბაიჯანული ლიტერატურული ნიმუშების აქტუალურობასა და მხატვრულ ღირსებებზე.
ღონისძიებაში მონაწილე სახალხო პოეტის ვაგიფ სამადოღლუს მეუღლემ ნუშაბა ვაქილოვამ და იუსიფ სამადოღლუს ქალიშვილმა ჰუმაი ვაქილოვამ ოჯახის სახელით მადლობა გადაუხადეს რუსეთის მთარგმნელობით ინსტიტუტს და სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს აღნიშნული წიგნების დასტამბვასა და გავრცელებისათვის.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.