ნიზამი განჯელის შემოქმედება არგენტინის ლიტერატურულ პორტალში
არგენტინის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა "Antología poética"-მ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯელის ესპანურად თარგმნილი პოემის "შვიდი მთიების" ფრაგმენტისა, რომელსაც „მოციქულის სადიდებელი“ ეწოდება.
პოეტის უკვდავი ნაწარმოები და მისი შემოქმედების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრთან თანამშრომლობის ჭრლიში შექმნილ განყოფილებაში სახელწოდებით „აზერბაიჯანელი ავტორები“.
პოემის ესპანური თარგმანის ავტორია ცნობილი ესპანელი მთარგმნელი და ფილოლოგი კარმენ ლინარესი.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი, რომელსაც მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავს, რეგულარულად უთმობს ადგილს მსოფლიოში ცნობილი ისეთი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას, როგორიცაა ომარ ხაიამი, ვიქტორ ჰიუგო, ედგარ ალან პო, ალექსანდრე ბლოკი, ემილი დიკინსონი, ბორის პასტერნაკი, ფედერიკო გარსია ლორკა, ფრიდრიხ შილერი, გუსტავო ადოლფო ბეკერი, ხორხე ლუისი. ბორხესი, ხულიო კორტაზარი, ის სივრცეს უთმობს პაბლო ნერუდა.
ნიზამი განჯელი
(1141-1209)
● პოეტ-ფილოსოფოსი;
● ავტორია ხუთი პოემისა „ხამსას“ („ხუთეული“) და 20 ათას წყვილსტრიქონიანი დივანისა;
● მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე;
● მისი ნაწარმოებების იშვიათი ხელნაწერების ასლები დაცულია მსოფლიოს მრავალ მუზეუმში, ბიბლიოთეკასა და ხელნაწერების ფონდში;
● 2021 წელი აზერბაიჯანში „ნიზამი განჯელის წლად“ გამოცხადდა.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.