ქამალ აბდულას შემოქმედება თურქეთის პორტალებში
თურქეთის პოპულარულმა პორტალებმა "Detay Haberler" და "Haber 232"-იმ, რომლებიც თავის ლიტერატურულ გვერდებზე მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს აშუქებენ, აზერბაიჯანის სახალხო მწერლის ქამალ აბდულას თურქულ ენაზე ადაპტირებული მოთხრობის - "სიყვარულის ამბის" - ტრანსლირება დაიწყეს. მწერლის მოკლე შემოქმედებითი ბიოგრაფიით წარმოდგენილი პუბლიკაცია სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალები, რომლეთაც მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავთ, თავის გვერდებზე რეგულარულად უთმობენ ადგილს მსოფლიოში ცნობილი ისეთი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას, როგორებიცაა ნიზამი განჯევი, იუნის ემრე, ედგარ ალან პო, ფრანც კაფკა და ალბერ კამიუ.
ქამალ აბდულა
(1950)
– მწერალი, დრამატურგი, აკადემიკოსი;
- ავტორია რომანებისა და მოთხრობების კრებულებისა - "დაუმთავრებელი ხელნაწერი", "ჯადოქრების ხევი", "დასავიწყარი არავინაა...", სამეცნიერო ნაშრომებისა - "ავტორი-ნაწარმოები-მკითხველი", "ის, რაც იწერება უკუნისი-უკუნისამდე“ და „უცნობი დედე გორგუდი“;
- მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, ქ.აბდულას პიესები იდგმება სხვადასხვა თეატრებში;
- 1999 წელს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, 2019 წელს კი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო მწერლის საპატიო წოდება.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.