აზერბაიჯანის სახალხო მწერლის ისა ჰუსეინოვისა და ცნობილი ქართველი პოეტის დავით შემოქმედელის წიგნების პრეზენტაცია თბილისში
გაიმართა პრეზენტაცია აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის საქართველოს მწერალთა კავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში სახალხო მწერლის ისა ჰუსეინოვის თბილისში გამოცემული წიგნის „სიცოცხლის ქარავანი“-სა და ცნობილი ქართველი პოეტის დავით შემოქმედელის ბაქოში გამოცემული პოეტური კრებულისა - „ზღურბლს იქითა და ზღურბლს აქეთ“.
ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ორივე წიგნის გამოცემა ისტორიულ მოვლენაა და აზერბაიჯანულ-ქართულ ლიტერატურულ და კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი დიდი წვლილია. შემდეგ ღონისძიებაში მონაწილე პოეტებმა და მწერლებმა, ქართული კულტურის ცნობილმა წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას:
მაყვალა გონაშვილი - საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი: „გამოჩენილი აზერბაიჯანელი პროზაიკოსის ისა მუღანას ქართულ ენაზე გამოცემული სქელტანიანი წიგნი, რომლის პრეზენტაციაზეც ვართ შეკრებილნი, მომზადდა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთობლივი პროექტით. ბოლო დროს აღნიშნულმა ცენტრმა და განსაკუთრებით დაწესებულების თავმჯდომარემ აფაქ მასუდმა დიდი როლი ითამაშა ჩვენი ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში.
როგორც წიგნის რედაქტორი, ვიტყოდი, რომ ძალიან კმაყოფილი დავრჩი იმირ მამედლის თარგმანით, მკითხველს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ნაწარმოებები ქართულად არის დაწერილი. საინრეტესო სიუჟეტური წიაღსვლებითა და მძაფრი ფსიქოლოგიური განცდებით გამორჩეულ ამ ნაწარმოებებს ადამიანობისა და სინდისის ცნებები წითელი ხაზივით კვეთს“.
აფაქგ მესუდი - აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, სახალხო მწერალი: „ყოველთვის, როცა ქალაქ თბილისს ვსტუმრობ, ერთობ უცნაური განცდა მეუფლება. მართალი გითხრათ, არც კი ვიცი რატომ. მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩემსა და ამ ქვეყანას, ამ ქალაქს შორის სიღრმისეული კავშირები არსებობს.
ამ წიგნის გამოცემისთვის პირველ რიგში მადლობას ვუხდი ჩვენს ქართველ კოლეგებს, განსაკუთრებით ქალბატონ მაყვალას. ყოველწლიურად უამრავი წიგნი გამოდის, მაგრამ ქართულ ენაზე გამოცემულ ისა მუღანას წიგნს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფასეულია, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია თქვენთან შეხვედრა და ურთიერთობა. წიგნები და ლიტერატურა, რომელთაც ერთობლივად გამოვცემთ, უპირველეს ყოვლისა არის საშუალება ვიგრძნოთ თქვენი სითბო და გადმოგცეთ ჩვენი სიყვარული. ქართველები იმ ხალხთაგანია, რომლეებმაც შეინარჩუნეს სულიერი სამყაროს სილამაზე იმ ეპოქაში, როცა სამყარო კომპიუტერიზებულია.
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ უნიჭიერესი მწერლის წიგნის პრეზენტაციაზე. „60-იანელების“ თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩინგიზ აითმატოვი, რომელსაც დღესაც მრავალი მკითხველი გააჩნია, ისა მუღანაზე ამბობდა, რომ მან ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა და ბევრი რამ ვისწავლეთ მისი ნაწარმოებებისგან. ისა ჰუსეინოვი, რომელიც ლიტერატურაში 50-იან წლებში მოვიდა, დიდ ზეწოლას განიცდიდა მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის მხრიდან, მაგრამ მწერალმა არ უღალატა თავის მრწამსს, არ მიიღო სოციალისტური რეალიზმი, იცხოვრა იდეოლოგიის მიღმა და ასე შექმნა თავისი ნაწარმოებები .
მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნზე მუშაობა დიდი ხნის წინ დავიწყეთ, მისი გამოცემა ახლა მოხერხდა, ახლა, როცა დაბადებიდან 95 წლი უსრულდება მწერალს. ესეც საინტერესო დამთხვევაა.
უკვე დავით შემოქმედელის ლექსები აზერბაიჯანულად, ისა ჰუსეინოვის მოთხრობები კი ქართილად დაისტამბა. ორივე წიგნი იქცა ჩვენი ლიტერატურების განუყოფელ ნაწილად. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ასეთი შეხვედრა გვექნება, კიდევ ბევრი მსგავსი ღონისძიება და წიგნის გაცვლა გველოდება წინ. ჩვენ კი, როგორც სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი, ყოველთვის მზად ვართ გამოვცეთ დიდი ლიტერატურა და ნიჭიერი მწერლები. მზად ვართ, ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები გამოვაქვეყნოთ აზერბაიჯანულ ენაზე “.
ბაღათერ არაბული - საქართველოს მწერალტა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, პოეტი: „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ლიტერატურული ურთიერთობის ფესვები უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ჩვენს ხალხებს შორის ლიტერატურული და კულტურული თანამშრომლობა, რომელიც მირზა ფათალი ახუნძადედან დაიწყო, სულ უფრო მზარდ ხასიათს იღებს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბ-ნ ილჰამ ალიევის დროს. ჩემს ნათქვამის ნათელი დასტური ისიცა, რომ აღნიშნული წიგნების პრეზენტაცია ამ უძველეს შენობაში გამოჩენილი აზერბაიჯანელი და ქართველი სიტყვის ოსტატების მონაწილეობით ხდება“.
დავით შემოქმედელი - საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, პოეტი: „ბედნიერებაა, რომ ჩვენ როგორც ლიტერატურული თაობა, ასეთი მაღალი დონის ლიტერატურული ურთიერთობის ცოცხალი მოწმეები ვართ. ასეთი რამ ყველა მეზობელ ერებს შორის როდი ხდება. მადლობას ვუხდი აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ აფაქ მასუდს. ასევე მადლობელი ვარ, რომ ცენტრმა აზერბაიჯანულ ენაზე გამოსცა ჩემი ლექსების წიგნი "ზღურბლს იქითა და ზღურბლს აქეთ" და მიაწოდა იგი მრავალრიცხოვან აზერბაიჯანელ მკითხველს. ვფიქრობ, ჩვენი ლიტერატურული ურთიერთობები, რომელიც მრავალი ერისთვის შეიძლება იყოს სამაგალითო, მარადიულია“.
გურამ ბათიაშვილი - დრამატურგი: „მე დიდ პატივს ვცემ აზერბაიჯანელ ხალხს და მათ მიერ განვლილ ისტორიულ გზას. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუკუნეების მანძილზე კეთილმეზობლურ პირობებში ვცხოვრობდით, ჩვენ შორის არასდროს ყოფილა კონფლიქტი და რაიმე სახის გაუგებრობა. ყოველთვის გვესმოდა ერთმანეთის და ასეთი ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობით ვამდიდრებდით ჩვენს სულიერ სამყაროს.
მანანა გორქილაძე - გამომცემლობა "მერანის" დირექტორი: "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ისა მუღანას ასეთი საინტერესო წიგნით ჩვენი მთარგმნელობითი ლიტერატურის გამდიდრებისთვის. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც მოწმენი გავხდებით ბევრი საინტერესო წიგნის პრეზენტაციისა, რომლებიც აზერბაიჯანულიდან ქართულად და ქართულიდან აზერბაიჯანულად ითარგმნება“.
ასევე სიტყვით გამოვიდნენ მწერალი ვანო ჩხიკვაძე, პოეტი ბადრი ქუთათელაძე, საქართველოს რუსთაველის საზოგადოების განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი, საზოგადოებრივი მოძრაობა „გზა ცივილიზებული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, პოლიტიკური მოღვაწე თემურ შაშიაშვილი, მხატვარი და პროზაიკოსი რევაზ ადამია, დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე და პოეტი-პუბლიცისტი თამარ გაბოძე.
ღონისძიების მხატვრულ ნაწილში საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა პალიკო ნოზაძემ წარმოადგინა მონო-სპექტაკლი, რომელიც მომზადებული იყო დავით შემოქმედელის აღნიშნულ წიგნში შესული მოთხრობებისა და ლექსების მიხედვით.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.