რაბიგა ნაზიმგიზის ლექსები ესპანეთის ლიტერატურულ პორტალში

რაბიგა ნაზიმგიზის ლექსები ესპანეთის ლიტერატურულ პორტალში

ესპანეთის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Trabalibros” -მა  სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურაპროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის რაბიგა ნაზიმგიზის ესპანურად თარგმნილი ორი ლექსი - აღელვებული ლექსი და სურთი გამომიგზავნე“.

ლექსები, რომელთაც თან ერთვის ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ, ესპანურად თარგმნა ცენტრის სპეციალისტმა ესპანურ ენაში აისელ ალიევამ, პუბლიკაციის მხატვრული რედაქტორი კი ესპანელი მეცნიერი ფილოლოგიის დარგში ევა კონტრერასია.

უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი “Trabalibros”, რომელსაც ფართო მკითხველთა აუდიტორია გააჩნია, სისტემატურად აქვეყნებს ისეთ გამოჩენილ პოეტებსა და მწერლებს, როგორებიცაა უან რულფო, თომას მანი, ვლადიმერ ნაბოკოვი, ვოლფგანგ გოეთე, მიგელ დელიბესი და ფედერიკო გარსია ლორკა.

 


რაბიგა ნაზიმგიზი

(1979)

·      პოეტი, მთარგმნელი;

·      2008-წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა ლიტერატურის დარგში;

·     1998 წლიდან სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, საიტებსა და ტელევიზიებში მუაობდა კორესპონდენტად, მთარგმნელად და რედაქტორად;

·      ავტორია შემდეგი წიგნებისა: შენამდე, ეპიზოდური სიყვარული, ქოლგების ამბოხი და ჟამის ამბორი;

·      თარგმნა რიხარდ ვაგნერი. ჩემი ცხოვრება მემუარები, ავგუსტ სტრინბერგის ეული, ელიას კანეტინის სიბრმავე, , და რომენ როლანის რჩეული ნაწარმოებები“.

 

 

https://trabalibros.com/textos-libres/i/31894/67/enviame-una-foto

https://trabalibros.com/textos-libres/i/31895/67/poesia-inquietante

 

და სხვა ...