ისი მელიქზადეს შემოქმედება თურქეთის პორტალებში
თურქეთის პოპულარულმა პორტალებმა "Detay haberler"-მა და "Haber 232"-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ისი მელიქზადეს მოთხრობა „თალიმანის“ ტრანსლირება დაიწყო.
ტექსტი თურქულ ენას შეუსაბამა ცენტრის სპეციალისტმა თურქულ ენაში სენან ნაღიმ.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალები, რომელთაც ფართო მკითხველთა აუდიტორია გააჩნიათ, სისტემატურად აქვეყნებენ მსოფლიოში ცნობილი ისეთი ავტორების ნაწარმოებებს, როგორებიც არიან ნიზამი განჯევი, იუნის ემრე, მიხეილ ლერმონტოვი, ედგარ ალან პო, ფრანც კაფკა და ალბერ კამიუ.
ისი მელიქზადე
1934 -1995
· მწერალი და დრამატურგი;
· დაიბადა აღჯაბადის რაიონში;
· დაამთავრა აზერბაიჯანის სამრეწველო ინსტიტუტი;
· ავტორია წიგნებისა "ვერცხლის ტბის ლეგენდა", "ქუჩებს წყალი მოვასხურე", "მწვანე ღამე", "მზიანი შემოდგომა" და "ცვრიანი წალკოტების სინათლე";
· სცენარის ავტორია ფილმებისა "კაცური სიტყვა", "მინდა დავოჯახდე" და "თეთრცხენიანი ჭაბუკი".
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.