გერმანიაში „ლეილი და მაჯნუნი“ გამოიცა

აზერბაიჯანში გამოცხადებულ „ნიზამი განჯავის წელთან“ დაკავშირებით გერმანიაში გამოიცა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის „ლეილი და მაჯნუნის“ პოემა .
ფრანკფურტის მდიდარი ტრადიციების მქონე ჰანს-იურგენ მაურერის„ გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნი გერმანულად თარგმნა გამოჩენილმა გერმანელმა მთარგმნელმა რუდოლფ გელპკემ.
აღსანიშნავია, რომ პირველად 1963 წელს შვეიცარიაში, ციურიხში, გამომცემლობა Manesse-ის მიერ გამოცემული წიგნის წინასიტყვაობაში, ნიზამი განჯავი გერმანულენოვან მკითხველს„სპარსელ პოეტად“ წარუდგინეს . სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ინიციატივისა და ძალისხმევის შედეგად ახალი წინასიტყვაობის საფუძველზე, ნიზამი გერმანულენოვანი ქვეყნების მკითხველებს, პირველად წარედგინა როგორც "დიდი აზერბაიჯანელი პოეტი".
ბრწყინვალე ილუსტრაციებით ათას ეგზემპლარად გამოცემული წიგნის წინასიტყვაობის ავტორი გახლავთ გამოჩენილი მეცნიერი რუსტამ ალიევი, რედაქტორი კი ცნობილი გერმანელი გამომცემელი ჰანს-იურგენ მაურერია.
წიგნი უახლოეს დღეებში გამოიფინება ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, განთავსდება გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, ლიხტენშტეინისა და ლუქსემბურგის ცენტრალურ ბიბლიოთეკებსა და წიგნის მაღაზიებში, იგეგმება პრეზენტაციები და სარეკლამო ღონისძიებები.
და სხვა ...
-
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი აგრძელებს შერჩევით ტურებს
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი აგრძელებს შერჩევით ტურებს
-
ვიდეო-ჩარხი "შუშა - ხელოსნობის კერა და სავაჭრო ცენტრი" უცხოურ მედიაში
მსოფლიოს მრავალი ცნობილი საინფორმაციო პორტალი, მათშორის გერმანიის "nex24.news", ირლანდიის "medium.com", ალჟირის "alharir.info", ერაყის “agnaden.net”, “ashurnews.com”, “alnoor.se”, “afkarhura.com”
-
სამედ ვურღუნის ლექსები გერმანიის ლიტერატურულ პორტალში
გერმანიის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Spruechetante”-მ სახელმწოფო მთარგმნელობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება თვალსაჩინო აზერბაიჯანელი