გრძელდება ლიტერატურული ურთიერთობები მექსიკასა და აზერბაიჯანს შორის
მექსიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ხუან როდრიგო ლაბარდინ ფლორესი აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვია. მხარეებმა ისაუბრეს 2021 წელს აზერბაიჯანში გამოცხადებულ "ნიზამი განჯავის წლისთავთან" დაკავშირებით მექსიკასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. სასურველი ღონისძიებებს რიგში განიხილეს დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ესპანურენოვან ქვეყნებში ესპანურად თარგმნილი ნაწარმოებების გამოცემა, და მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის "კულტურული დიპლომატია"-ს მეშვეობით ონლაინ ვიდეო კონფერენციების ფორმატში მისი შედევრების განხილვა.
ელჩი: ”მიმაჩნია, რომ ერთობ ნაყოფიერია აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და მექსიკის საელჩოს შორის ლიტერატურული ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობა. იმედი მაქვს, ეგზომ წარმატებული ეს თანამშრომლობა წელსაც და მომდევნო წლებშიც უფრო ფართო და ყოვლისმომცველი ფორმატით გაგრძელდება.”
შეხვედრის ბოლოს სტუმარს საჩუქრად გადაეცა მსოფლიოში ცნობილი მექსიკელი მწერლის კარლოს ფუენტესის აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი და წიგნად დასტამბული "რჩეული ნაწარმოები" (ასმც).
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.