ელექბერ სალაჰზადეს ლექსები რუსეთის ლიტერატურულ პორტალში

პოპულარულმა რუსულმა ლიტერატურულმა პორტალმა stihi.ru-მ გამოაქვეყნა ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის ელექბერ სალაჰზადეს რუსულად თარგმნილი ლექსები "ზღვის სიმღერა", "ღამე ჩემს გარეშე" და "ზღვა". პუბლიკაცია განხორციელდა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში"
ლექსები, რომელთაც თან ერთვის ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ, რუსულად თარგმანეს ცენტრის სპეცისლისტმა რუსულ ენაში ილაჰა ფეიზიევამ და რუსმა ლიტერატურათმცოდნემ და მეცნიერმა ანგელა ლებედევამ.
აღსანიშნავია, რომ პორტალი „stihi.ru“, რომელსაც მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავს, რეგულარულად აშუქებს მსოფლიო ლიტერატურის ისეთი ცნობილი პოეტების შემოქმედებას, როგორებიც არიან რობერტ ბერნსი, ფედერიკო გარსია ლორკა, ემილი დიკინსონი.
ელექბერ სალაჰზადე:
(1941–2013)
პოეტი, მთარგმნელი და დრამატურგი;
– ავტორია წიგნებისა „ხუთი ფოთოლი“, „ცეცხლოვანი ქანდაკება“, „თვალები უმზერენ სამყაროს“, „მემორიალური ყვავილი“, „ცა და მიწა ერთი გვაქვს“, „ცეცხლოვანი ოთახი“, „ენის გასატეხი ანბანი";
- დაიდგა მისი პიესები "ჩრდილის ეშინია", "ზაფხულის ზამთრის ღამეები" და "მედოლე მენახირე";
- მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხო ენებზე;
- აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა მსოფლიოში ცნობილი ისეთი პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებები, როგორებიც არიან ლ. შტერნი, ა. ტარკოვსკი, პ. სვირკა, ა. პლატონოვი, ა. სოფრონოვი, მ. სელიმოვიჩი;
- 2005 წელს მიენიჭა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.
https://stihi.ru/avtor/ilahafeyzi?fbclid=IwAR0W00VGkk-OhWWQXa0gTdubkkYO | ![]() |
და სხვა ...
-
ძველი აზერბაიჯანული ქალაქი როგორ იქცა სომხეთის დედაქალაქად
სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გააკეთა ვიდეორგოლი ძველი აზერბაიჯანული ქალაქის ირევნის ისტორიის შესახებ, რომელიც დღეს სომხეთის დედაქალაქად არის ცნობილი - "როგორ გახდა ძველი აზერბაიჯანის ქალაქი სომხეთის დედაქალაქი".
-
დაისტამბა წიგნი „ჰეიდარ ალიევი და აზერბაიჯანული ენა“
თანამედროვე აზერბაიჯანის მესვეურის, სულიერი მამისა და მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო მთარგმნელობითმა
-
ვიდეო-რგოლი „სისხლიანი ისტორია -ხოჯალის გენოციდი“ უცხოურ მედიაში
მსოფლიოს მრავალმა წამყვანმა საინფორმაციო პორტალმა და ვებსაიტმა, მათშორის - სალვადორის “reflexionesinternacionalessv”-მა, ირლანდიის “EU Reporter”-მა, თურქეთის “detayhaberler.com” და “igdirim76.com”, -მა, ალჟირის “alharir.info”-მ, ერაყის “afkarhura.com”