პრაღაში ჩატარდა აზერბაიჯანული მოთხრობების პრეზენტაცია

პრაღაში ჩატარდა აზერბაიჯანული მოთხრობების პრეზენტაცია

პრაღაში გაიმართა პრეზენტაცია აზერბაიჯანული მოთხრობების ანთოლოგიისა ქერა პატარძალი, რომელიც გამოიცა სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და ჩეხეთის რესპუბლიკის გამომცემლობა კაროლინიუმს შორის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში.

ღონისძიების გახსნისას კარლოვის უნივერსიტეტის პროფესორმა ივანა ბოზდეხოვამ ისაუბრა წიგნში შესული ნაწარმოებების მხატვრულ ღირსებაზე, თარგმნის თავისებურებასა და ჩეხურ ენაზე შედგენის პროცესზე: „წიგნი, რომელიც მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა  გამოცემული, ასახავს აზერბაიჯანული ლიტერატურის ზოგად სურათს და იგი დიდი ინტერესით მიიღო ჩეხეთის ლიტერატურულმა საზოგადოებამ. უნდა ითქვას, რომ მოწონება დაიმსახურა ოსტატურად თარგმნილმა სხვადასხვა ლიტერატურული სტილით შექმნილმა ნაწარმოებებმა. ეს პროექტი, რომელიც განხორციელდა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ კულტურათაშორისი ურთიერთობის სფეროში, არის ორგანიზაციის კიდევ ერთი წარმატება და მნიშვნელოვანი წვლილი ორ მეგობარ ქვეყანას შორის კულტურათაშორისი დიალოგის განვითარების საქმეში“.

კარლოვის უნივერსიტეტის პრორექტორმა იან კუკლიკმა თქვა, რომ ეს წიგნი ახალი მოვლენაა ორი ქვეყნის ლიტერატურულ და კულტურულ ცხოვრებაში და იგრძნობა დიდი საჭიროებაა ასეთი პროექტების  განხორციელებისა, რომლებიც საფუძველს უყრის საერთაშორისო ურთიერთ გაგებას.

შემდეგ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კარლოვის უნივერსიტეტის პროფესორი ზუზანა კრჟიხოვა, კლარა ხულიკოვა, გამომცემლობა კაროლინუმის-ის დირექტორი პეტრ ვალო, ჩეხი პოეტები და მწერლები. მათ აღნიშნეს, რომ წიგნი, აზერბაიჯანული პროზის თავისებურებასა და ზოგად ფილოსოფიურ მსოფხედველობას ასახავს, უცილოდ დიდ როლს ითამაშებს კულტურათაშორის დიალოგის განვითარების საქმეში.

აზერბაიჯანის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა ჩეხეთის რესპუბლიკაში ადიშ მამედოვმა ისაუბრა ანთოლოგიის მნიშვნელობაზე ორივე ქვეყნის ლიტერატურული ურთიერთობების სფეროში და იმაზე, რომ ამ წიგნმა კიდევ უფრო ახლოს გააცნო ჩეხ მკითხველს აზერბაიჯანელი ხალხი და მისი კულტურა: „მიუხედავად იმისა, რომ პრაღაში დღემდე დროგამოშვებით იბეჭდებოდა აზერბაიჯანული ლიტერატურის ცალკეული ნიმუშები,  ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი მოვლენა ამ სფეროში, რომელიც მთლიანობაში ასახავს თანამედროვე აზერბაიჯანული ლიტერატურის დღევანდელ სურათს“.

ღონისძიების მხატვრულ ნაწილში  შესრულდა ნაწყვეტები წიგნში შესული რამდენიმე მოთხრობიდან, მათშორის გაჟღერდა აზიზა ჯაფარზადეს "მოულოდნელი  შეხვედრა", ანარის "ქართული გვარი" და  ელჩინის "ქერა პატარძალი". შემდეგ შესრულებულ იქნა აზერბაიჯანული ხალხური სიმღერა "ქერა პატარძალი".

უნდა აღინიშნოს, რომ წიგნში, რომელიც მიმდინარე წლის მარტში პრაღაში დაისტამბა, შესულია ისეთი აზერბაიჯანელი მწერლები, როგორებიცაა აბდურაჰიმბეი ჰაგვერდიევი, ჯალილ მამედგულუზადე, სულეიმან რაჰიმოვი, ალი ველიევი, მირ ჯალალი, ანვარ მამედხანლი, ანარი, აზიზა ჯაფარზადე, მაგსუდ იბრაჰიმბეკოვი, იუსიფ სამადოღლუ, ელჩინი, ისი მელიქზადე,  მოვლუდ სულეიმანლი, ქამალ აბდულლა, შაჰმარი, სარა ნაზიროვა, რაფიგ თაღი, სადაი ბუდაგლი და ეთიმად ბაშქეჩიდი.

 

 

Qalereya

და სხვა ...

  • გისმეთის ლექსები ავსტიულ პორტალში გისმეთის ლექსები ავსტიულ პორტალში

    ავსტრიის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Gedichtesammlung.net” მა  სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის გისმეთის გერმანულად თარგმნილი ლექსები - ვანგა - სიყვარულის თვალები ღამის სასტუმრო და „პატიება“.

  • ჰეიდარ ალიევის შესახებ წიგნი ესპანეთის ბიბლიოთეკებში ჰეიდარ ალიევის შესახებ წიგნი ესპანეთის ბიბლიოთეკებში

    აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ მადრიდში გამოცემული წიგნი "Vida de personas notables – Heydar Aliyev" (გამოჩანილი პიროვნებების ცხოვრება - ჰეიდარ ალიევი) განთავსებულია ესპანეთის შემდეგ ცენტრალურ ბიბლიოთეკებსა და უნივერსიტეტებში.

  • რაბიგა ნაზიმგიზის ლექსები ესპანეთის ლიტერატურულ პორტალში რაბიგა ნაზიმგიზის ლექსები ესპანეთის ლიტერატურულ პორტალში

    ესპანეთის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Trabalibros” -მა  სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის რაბიგა ნაზიმგიზის ესპანურად თარგმნილი ორი ლექსი - აღელვებული ლექსი და სურთი გამომიგზავნე“.