საზოგადოებას წარედგინა კარლოს ფუანტესის „რჩეული ნაწარმოებები“

საზოგადოებას წარედგინა კარლოს ფუანტესის „რჩეული ნაწარმოებები“

 

    გაიმართა გამოჩენილი მექსიკელი მწერლის კარლოს ფუანტესის „რჩეული ნაწარმოებების“ წარდგინება.

    პრეზენტაცია აზერბაიჯანის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიების გახსნისას, მექსიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ხუან როდრიგო ლაბარდინი ფლორესმა ისაუბრა განსაკუთრებულ ყურადღებაზე, რომელსაც სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი იჩენს  ლათინური ამერიკის ლიტერატურისადმი და  მის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე.

    ელჩი: „აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ ლათინური ამერიკის ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებულ პროექტებს შორის შეიძლება დავასახელოთ ისეთი გამოჩენილი მწერლების წიგნების გამოცემა, სრულყოფილ თარგმანში აზერბაიჯანულ ენაზე  როგორებიც არიან ხუან რულფო და კარლოს ფუანტესი. თითოეული ეს გამოცემა, რომლებიც აზერბაიჯანელ მკითხველს წარედგინება სრულყოფილ თარგმანში, მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც აზერბაიჯანის, ისე მექსიკის ლიტერატურულ ცხოვრებაში. საიდუმლო არ არის, რომ ყოველი ერის სულიერი სამყაროს, ლიტერატურული აზროვნებისა და ფილოსოფიის შესახებ ყველაზე ფართო შთაბეჭდილებას მისი ლიტერატურა ქმნის. ხალხებს შორის სიახლოვე და ურთიერთგაგება შენდება სწორედ ამ ხიდის მეშვეობით - ხიდისა, რომელსაც კულტურებისა და ლიტერატურის ურთიერთ გაცვლა ეწოდება. დღეს კი ლიტერატურა ისეთი მნიშვნელოვანი მისიის მატარებელია, როგორიც გახლავთ მანძილის ცნების დაძლევა, რომელიც ჰყოფს ქვეყნებსა და კონტინენტებს. სწორედ ლიტერატურაა ის სფერო, რომელმაც იტვირთა სულიერ მონაპოვართა ურთიერთ შერწყმის დიდებული მისია“.

     შემდეგ ცენტრის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სამმართველოს ხელმძღვანელმა, მწერალმა ეთიმად ბაშჩიდმა, ლიტერატურათმცოდნე პროფესორმა რუსთამ ქამალმა,  აღნიშნული წიგნის თარგმანის ავტორმა, ცნობილმა მწერალმა სადაი ბუდაგლიმ, მწერალმა იაშარ ალიევმა და სხვებმა ისაუბრეს სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ლათინურო ამერიკის ლიტერატურისადმი განსაკუთრებულ ყურადღებაზე, რაც იმაში გამოიხატება, რომ სისტემატურად ითარგმნება ამ ქვეყნების წამყვანი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებები. ასევე აღინიშნა კარლოს ფუენტესის ნაწარმოებებისათვის დამახასიათებელი მექსიკური რეალობისა და მითოლოგიის ორგანული შერწყმა, რითაც იგი გავლენას ახდენს როგორც თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაზე, ასევე აზერბაიჯანულ პროზაზე.          

 

 

 

Qalereya

და სხვა ...

  • მაჰმუდ მეორის მოთხრობა „უდროო სიკვდილი“ არაბული ქვეყნების წამყვან პორტალებში მაჰმუდ მეორის მოთხრობა „უდროო სიკვდილი“ არაბული ქვეყნების წამყვან პორტალებში

    ქუვეიტის  ლიტერატურულმა პორტალმა “FikrHur”” მაალჟირის “alharir.info”სურიის მოკლე მოთხრობამ“, ეგვიპტის მოთხრობები და რომენიბმა და ირანის ნურ მუჰამედმა და მედია ცენტრმა  სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა უდროოდ გარდაცვლილი  ახალგაზრდა ნიჭიერი მწერლის მაჰმუდ მეორის არაბულად თარგმნილი მოთხრობა - „უდროო სიკვდილი“.

  • გისმეთის ლექსები ავსტიულ პორტალში გისმეთის ლექსები ავსტიულ პორტალში

    ავსტრიის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Gedichtesammlung.net” მა  სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის გისმეთის გერმანულად თარგმნილი ლექსები - ვანგა - სიყვარულის თვალები ღამის სასტუმრო და „პატიება“.

  • ჰეიდარ ალიევის შესახებ წიგნი ესპანეთის ბიბლიოთეკებში ჰეიდარ ალიევის შესახებ წიგნი ესპანეთის ბიბლიოთეკებში

    აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ მადრიდში გამოცემული წიგნი "Vida de personas notables – Heydar Aliyev" (გამოჩანილი პიროვნებების ცხოვრება - ჰეიდარ ალიევი) განთავსებულია ესპანეთის შემდეგ ცენტრალურ ბიბლიოთეკებსა და უნივერსიტეტებში.