მფლობელებს გადაეცათ აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრის სერთიფიკატები
დამთავრდა მორიგი შერჩევითი ტურები, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრი ატარებს ქვეყანაში მთარგმნელობითი საქმიანობის დახვეწისა და ამ სფეროში დახელოვნებული სპეციალისტების გამოვლენის მიზნით. იმ მთარგმნელებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, მეცნიერულ-ტექნიკურ, ტურიზმის, ეკონომიკის, მედიცინის, სამართლისა და კულტურის სფეროებში გათვალისწინებული ტურები და ასევე დააკმაყოფილეს ენობრივი ნორმები (ინგლისური, თურქული, არაბული, გერმანული, რუსული, ფრანგული, იტალიური, ჩინური და ივრიტული) გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.
სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალზე ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, შერჩევითი ტურების ხელმძღვანელმა ვილაიეთ გულიევმა თქვა, რომ ეს ტურები გვეხმარება, კიდევ უფრო დავხვეწოთ მთარგმნელობითი საქმიანობა, და გამოვავლინოთ ამ სფეროში უფრო მეტად დახელოვნებული მთარგმნელები, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში არსებულ მთარგმნელობით სფეროს გარკვეულწილად მოაწესრიგებს.
2019 წლის კვარტალში გამართული ტურების შედეგად გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები, რომელთაც აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრის სერთიფიკატები გადაეცათ:
1.სეიტლინ ალექსეი-- (ინგლისურ-რუსული) სამართლის სფერო;
2.ფათიევა ემინა-- (ინგლისურ-აზერბაიჯანული) ტექნიკური სფერო;
3.მეჯიდოვა ემირე-- (აზერბაიჯანულ-ინგლისურ-აზერბაიჯანული) საზოგადოებრივ-პოლიტიკური სფრო;
4.ორუჯოვა ნიგარი-- (რუსულ-აზერბაიჯანული) საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სფერო;
5.მამედოვა რუგია-- (რუსულ-აზერბაიჯანული) სამართლის სფერო;
6.ალიევა ქემალე-- (რუსულ-აზერბაიჯანული) სამართლის სფერო;
7.ნაჯაფოვი ორხანი-- (აზერბაიჯანულ-რუსულ-აზერბაიჯანული) საერთაშორისო ურთიერთობების სფერო;
8.ქაზუმოვა ხათირე-- (აზერბაიჯანულ-რუსული) ეკონომიკის სფერო;
9.იაგუბოვი ელვინი-- (რუსულ-აზერბაიჯანული) ეკონომიკის, განათლების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სპორტის სფერო;
10.იბრაჰიმოვი ელჩინი-- (თურქულ-აზერბაიჯანულ-თურქული) საზოგადოებრივ-პოლიტიკური სფერო;
11.ბაქირლი ჩილანაი-- (ფრანგულ-აზერბაიჯანულ-ფრანგული) საზოგადოებრივ-პოლიტიკური სფერო;
12.მამედოვა ჩინარე-- (ფრანგულ-რუსული) პოლიტიკურ-ეკონომიკური სფერო;
13.გარაევი აიხანი-- (ივრიტულ-აზერბაიჯანულ-ივრიტული) სამართლებრივი დოკუმენტაციის სფერო.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.