ფრანკფურთში შედგა „ლეილი და მეჯნუნის“ წარდგინება

ფრანკფურთის ცენტრალურ წიგნის სახლ “Veltenlezer”-ში გაიმართა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯელის გერმანიაში გამოცემული „ლეილი მეჯნუნის“ წარდგინება.
ღონისძიება გახსნა ცნობილმა გერმანელმა მეცნიერმა და ვიურცბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ზიგლინდ ჰარტმანმა, რომელმაც ისაუბრა ნიზამი განჯავის მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე და მისი შემოქმედების ღრმა ზოგადსაკაცობრიო ფილოსოფიაზე.
მაიცის უნივერსიტეტის პროფესორმა, ცნობილმა თურქოლოგმა მეცნიერმა ჰენდრიკ ბოეშოტენმა ისაუბრა ნიზამის ნაწარმოებების თავისებურებებზე, ორიგინალურ მსოფხედველობასა იდეებზე. შემდეგ მან უპასუხა ღონისძიების მონაწილეთა შეკითხვებს.
თავის გამოსვლაში გამომცემელმა ჰანს-იურგენ მაურერმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნიზამი განჯავი აზერბაიჯანელი კლასიკოსი პოეტია, სამწუხაროდ, დღემდე იგი საერთაშორისო ვიკიპედიაში წარმოდგენილია, როგორც სპარსელი პოეტი. ჭეშმარიტება კი იმაში მდგომარეობს, რომ დიდი პოეტი დაიბადა განჯაში, რომელიც აზერბაიჯანის მეორე უდიდესი ქალაქია და არასოდეს დაუტოვებია მშობლიური ქალაქი, თავისი შედევრებიც ამავე ქალაქში შექმნა. დიდი პოეტი დაკრძალულია განჯაში. აზერბაიჯანში ყოფნისას განჯაში დიდი პოეტის მავზოლეუმი თავადაც მოვინახულე.
ღონისძიების დასასრულს ცნობილმა გერმანელმა მსახიობმა სტეფან ბიტონმა შეასრულა ნაწყვეტები „ლეილი და მაჯნუნიდან“.
უნდა ავღნიშნოთ, რომ „ლეილი და მაჯნუნის“ გერმანულმა მთარგმნელმა რუდოლფ გელპკეა 1963 წელს ციურიხში წიგნის პირველი გამოცემისას ავტორი გერმანელ აუდიტორიას წარუდგინა, როგორც „სპარსელი პოეტი“, 2021 წელს კი გერმანიაში განმეორებით გამოქვეყნებული (აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი) „ლეილი და მაჯნუნი“ მკითხველს წარუდგინა როგორც დიდი აზერბაიჯანელი პოეტის უკვდავი ნაწარმოები..
Qalereya
და სხვა ...
-
ძველი აზერბაიჯანული ქალაქი როგორ იქცა სომხეთის დედაქალაქად
სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გააკეთა ვიდეორგოლი ძველი აზერბაიჯანული ქალაქის ირევნის ისტორიის შესახებ, რომელიც დღეს სომხეთის დედაქალაქად არის ცნობილი - "როგორ გახდა ძველი აზერბაიჯანის ქალაქი სომხეთის დედაქალაქი".
-
დაისტამბა წიგნი „ჰეიდარ ალიევი და აზერბაიჯანული ენა“
თანამედროვე აზერბაიჯანის მესვეურის, სულიერი მამისა და მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო მთარგმნელობითმა
-
ვიდეო-რგოლი „სისხლიანი ისტორია -ხოჯალის გენოციდი“ უცხოურ მედიაში
მსოფლიოს მრავალმა წამყვანმა საინფორმაციო პორტალმა და ვებსაიტმა, მათშორის - სალვადორის “reflexionesinternacionalessv”-მა, ირლანდიის “EU Reporter”-მა, თურქეთის “detayhaberler.com” და “igdirim76.com”, -მა, ალჟირის “alharir.info”-მ, ერაყის “afkarhura.com”