„ხოსროვი და შირინი“ ახალ თარგმანში გამოიცა
ქვეყავაში გამოცხადებული „ნიზამი განჯევის“ წლის ფარგლებში სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა ახალ ფილოლოგიურ თარგმანში გამოსცა დიდი პოეტის ყველაზე სქელტანიანი პოემა „ხოსროვი და შირინი“.
მართალია, საბჭოთა პერიოდში ითარგმნა ეს უკვდავი ნაწარმოები, მაგრამ აღნიშნულ თარგმანში უპირატესობა ეძლევა პოემის მხატვრულ მხარეს, აქედან გამომდინარე თარგმანი შესრულებულია თავისუფლი მიდგომით, ამიტომაც გირ შემთხვევებში ორიგინალს ზედმიწევნით არ შეესაბამება, დაკარგულია ნიზამის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი სტრიქონისმიღმიერი აზრი და სიბრძნე. აღნიშნული თარგმანი შესრულდა იმ მიზნით, რომ ნიზამი განჯევის მკვლევარებს დაეხმაროს უფრო ღრმად და ზედმიწევნით ჩასწვდნენ მისი შემოქმედების დაფარულ შრეებს.
ნაწარმოების სპარსულიდან პწკარედული თარგმანის ავტორი - ცენტრის სპეციალისტი სპარსულ ენაში ალი შუქრი, ფილოლოგიური თარგმანის ავტორი კი - ცნობილი მწერალი და მთარგმნელი ეთიმად ბაშქეჩიდია.
წიგნი დაიბეჭდა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის სტამბაში.
წიგნი უახლოეს დღეებში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში:
“Libraff”-ი
“Kitabevim.az”-ი
“Akademkitab”-ი
წიგნის სახლი “Akademiya”
“Azərkitab”-ი
პრეზიდენტის აპარატის წიგნის სახლი
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო ჯიხური
წიგნის მაღაზია “Pero”
წიგნის სახლი “Oxumalı” (საკითხავი)
წიგნის სახლი “Lider”-ი
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.