მამედ არაზის შემოქმედება ყაზახეთის ლიტერატურულ პორტალში

ყაზახეთის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Adebiportal. kz”-იმ აგდილი დაუთმო აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მამედ არაზის რუსულად თარგმნილ ლექსებს - „ჩემო მუზავ“ და „ცეცხლივითა და წყალივით“. ლექსებს თან ერთვის ინფორმაცია პოეტის შემოქმედების შესახებ. პუბლიკაცია განხორციელდა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის ფარგლებში, რომელსაც „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში“ ეწოდება.
ლექსები რუსულად თარგმნა ცნობილმა რუსმა პოეტმა და მთარგმნელმა ნიკოლაი გოროხოვმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ლიტერატურული პორტალი “Adebiportal. kz”-ი, რომელსაც ფართო მკითხველთა აუდიტორია ჰყავს, თავის გვერდებზე სისტემატურად ადგილს უთმობს მსოფლიოში ცნობილი ისეთი ავტორების ნაწარმოებებს, როგორებიცაა ალექსანდრე ბლოკი, აკუტაგავა რუნოსკე, ჯონ აპდაიკი, ლილიან ვოინიჩი, ვირჯინია ვილფი, ჰერმან ჰესსე და კნუტ ჰამსონი.
და სხვა ...
-
გამარჯვებულებს სერთიფიკატები გადაეცათ
ენისადა მთარგმნელობითი საქმიანობის დახვეწისა და ამ სფეროში მოღვაწე დაოსტატებული სპეციალისტების გამოვლენის მიზნით აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში გამართული შერჩევითი ტურები დასრულდა. მთარგმნელები, რომლებმაც ტურების დროს წარმატებას მიაღწიეს, დაჯილდოებულ იქნნენ ცენტრის სერთიფიკატებით.
-
აკაკი წერეთელის წიგნი პირველად აზერბაიჯანულ ენაზე
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ საქართველოს მწერალთა სახლის საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოსცა ქართული ლიტერატურის კლასიკოსის აკაკი წერეთელის წიგნი სახელწოდებით "ჩემი სიმღერა", რომელშიც თავმოყრილია პოეტის რჩეული პოეტური ნიმუშები - ლექსები და პოემები.
-
სადაი ბუდაგლის მოთხრობა ისრაელის ლიტერატურულ ჟურნალში
ისრაელის ლიტერატურულ ჟურნალმა „Artikl“-იმ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის „აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო სამყაროში“ ფარგლებში გამოაქვეყნა ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის სადაი ბუდაგლის რუსულად თარგმნილი მოთხრობა „გვალვა“.