გამოიცა „აზერბაიჯანულ-ესპანური სასაუბრო“
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გამოსცა "აზერბაიჯანულ-ესპანური სასაუბრო", რომელიც გათვალისწინებულია საქმიანი წრეებისა და ტურისტებისათვის, აგრეთვე ფართო საზოგადოებისთვის, ანუ მათთვის ვისაც სურს შეისწავლოს ესპანური ენა.
წიგნი, რომელიც ითველისწინებს ესპანური ენის უფრო იოლად და კომფორტულად ათვისებას, დაყოფილია შემდეგ თავებად: "ძირითადი სიტყვები", "გამგზავრება და დაბრუნება", "სასტუმროში", "ქალაქში", "კერძები და სასმელები", "საკონტაქტო საშუალებანი", "სამედიცინო მომსახურება", " ვაჭრობა და სხვა მომსახურეობა”, ”სათვალავი“ ”,” დრო და თარიღები”.
სასაუბრო შეადგინა მთარგმნელობითი ცენტრის აზერბაიჯანულ-ესპანური ლიტერატურული ურთიერთობების სფეროში სპეციალისტიმა აისელ ალიევამ. რედაქტორები ბელგრადის უნივერსიტეტის ესპანური ენის ლექტორი ფრანცისკო ჯაპილა მარტინი და ბაჰლულ აბასოვია.
წიგნი დაისტამბა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის სტამბაში.
სასაუბრო შეგიძლიათ ქვემოთ დასახელებულ მაღაზიებში შეიძინოთ:
“ლიბრაფი“
„ქითაბევიმ.აზ“
„აკადემქითაბი“
წიგნის სახლი „აკადემია“
„აზერქითაბი“
პრეზიდენტის აპარატის წიგნის სახლი
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო კიოსკი
წიგნის მაღაზია „პერო“
წიგნის სახლი “საკითხავი“
წიგნის სახლი „ლიბერი“
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.