ცნობილი უკრაინელი პოეტის ლექსები პირველად აზერბაიცანულ ენაზე
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გამოსცა ცნობილი უკრაინელი პოეტის, მოდერნიზმის ნიჭიერი წარმომადგენლის, დიმიტრი ჩისტიაკის წიგნი "მინის ვარსკვლავი".
წიგნიში, რომელიც იხსნება წინასიტყვაობით „დუმილის უკანა მხარე“, თავმოყრილია ლექსები და ესეები - "ღამის მოსავლის აღება", "შემოდგომის სახარება", "მთის ჰაერი", "გამოსამშვიდობებელი", "ზღვა", "ვენეციური ღამე", "გასროლა მოედანზე", "უფენაუს კუნძული" და სხვა.
ლექსები სალამ სარვანმა და ზაჰიდ სარითორფაგმა თარგმნეს. წიგნის რედაქტორი კი მაჰირ ნ.გარაევია.
წიგნი გამოიცა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის სტამბაში.
დიმიტრი ჩისტიაკი
(1985)
∙ ცნობილი უკრაინელი პოეტი, მთარგმნელი და ლიტერატურის კრიტიკოსი;
∙ დაიბადა1985 წელს უკრაინაში;
∙ გამოცემული აქვს ორი პოეტური კრებული -- "ტანჯული ბაღი" (2012) და "ქვის ზღვა" (2016);
. ∙ მისი ნაწარმოებები სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა ალბანეთში, ბულგარეთში, მაკედონიაში, მოლდოვაში, რუმინეთში, სერბეთში, საფრანგეთსა და იაპონიაში;
∙ იგი გახლავთ უკრაინის მწერალთა კავშირის, ევრაზიის მწერალთა კავშირის და ბელგიის PEN კლუბის წევრი;
∙ მინიჭებული აქვს უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ლიტერატურული პრემია, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ოქროს მედალი, იუნესკოს და მრავალი ქვეყნის პრემიები;
∙ პოეტის ლექსები პირველად ქვეყნდება აზერბაიჯანში.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.