სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის საგამომცემლო პროექტები მთარგმნელების საერთაშორისო ფესტივალზე
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ გამოცემული წიგნები წარმოდგენილ იქნა უკრაინაში გამართულ მთარგმნელთა საერთაშორისო ფესტივალზე, რომელსაც “Кочур-фест” ეწოდება.
ღონისძიება, რომლის ორგანიზატორებიც უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირი, ჟურნალი „ლიტერატურული უკრაინა“ და გამომცემლობა „სამიტის წიგნი“-ს მესვეურები არიან, შედგა ირმენის მაქსიმ რილსკის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.
პროექტის პასუხისმგებელმა მდივანმა მარინა გონჩარუკმა ისაუბრა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის საქმიანობაზე, უცხო ენებზე თარგმნილი და სხავადასხვა ქვეყნებში გამოცემული წიგნების შესახებ:
”აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მრავალი უცხო ქვეყნისა და აზერბაიჯანის ლიტერატურული პროცესის გაფართოებასა და სისტემატურ განვითარებაში, ასევე თანამედროვე და კლასიკური აზერბაიჯანული ლიტერატურის მსოფლიოში პოპულარიზაციის საქმეში. მინდა ხასგასმით აღვნიშნო, რომ ცენტრი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს უკრაინულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების განვითარებას. ის რომ უკრაინულ ენაზე ითარგმნა და კიევში გამოიცა "თანამედროვე აზერბაიჯანული პოეზიის ანთოლოგია", დიდი აზერბაიჯანელი პოეტის იმადედინ ნასიმის ღაზალების კრებული „მე თავადა ვარ გზა ჭეშმარიტი ..." და სალამ სარვანის ლექსების კრებული „ვერ დაიხრჩობი, ქვეყანას სიღრმე აკლია", ამ კავშირების სიმტკიცის ნათელი დასტურია. აღნიშნულმა წიგნებმა დიდი ინტერესი გამოიწვია კიევში, ხარკოვში, ჟიტომირში, ისევე როგორც ქალაქებში და განთავსდა ქვეყნის ცენტრალურ ბიბლიოთეკებსა და უნივერსიტეტებში. აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი აზერბაიჯანში თარგმანის თანამედროვე სკოლის ჩამოყალიბებასთან ერთად, ყოველთვის დიდ ადგილს უთმობს მთელ მსოფლიოში მთარგმნელთა გამოცდილების ურთიერთ გაზიარებას“.
შემდეგ სიტყვით გამოვიდა მთარგმნელი-დიპლომატი სერგეი ბორშევსკი. მან ისაუბრა ინოვაციებზე თარგმანის სფეროში, ლიტერატურულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე უკრაინასა და ესპანეთს შორის. ირპენის მერის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში ჯულია უსტინმა კი თქვა, რომ მერია ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ასეთ პროექტებს.
ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ ცენტრის მიერ უკრაინასა და სხვე ქვეყნებში გამოცემული წიგნები.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.