აზერბაიჯანის ეროვნული გმირის მეჰდი ჰუსეინზადეს შესახებ დაწერილი წიგნის წარდგინება უკრაინაში
უკრაინაში, კერძოდ ქალაქ კიევში შედგა პრეზენტაცია წიგნისა, რომელიც აზერბაიჯანელი ხალხის სახელოვანი შვილის, საბჭოთა კავშირის გმირის მეჰდი ჰუსეინზადეს (მიხაილო) საბრძოლო გზას ეძღვნება.
წიგნს, რომლის ავტორადაც სლოვანიელი მწერალი პიტერ ამალიეტი გვევლინება, „ყველა ერთისათვის, ანუ მიხაილოს შურისძიება“ ეწოდება. მისი აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრმა მეჰდიზადეს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით განახორციელა.
ღონისძიებაზე, რომელსაც მოდერატორობას უკრაინის ისტირიის მეცნიერაბათა კანდიდატი ოლეგ კუპჩეკი უწევდა, აზერბაიჯანის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა უკრაინაში აზერ ხუდიევმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა სლოვენიაში დიპლომატიურ კორპუსში მოღვაწეობდა, აღნიშნული წიგნი ათარგმნინა და მისი გამოცემა უზრუნველყო: „მეჰდი ჰუსეინზადე აზერბაიჯანული სულის უდრეკობის ბრწყინვალე ნიმუშია. ეს წიგნი საშუალებას იძლევა, რომ იგი მთელ მსოფლიოს გავაცნოთ. ახალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის საქმეშიც ამ წიგნს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“.
აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ცნობილმა მწერალმა და დრამატურგმა, კულტურის დამსახურებულმა მოღვაწემ ქალბატონმა აფაქ მესუდმა თავის გამოსვლაში მსმენელთა ყურადღება ფრიად საგულისხმო გარემოებას მიაპყრო. კერძოდ მან თქვა, როცა მეჰდი ჰუსეინზადე გმირობას სჩადიოდა, ალბათ, აზრადაც არ მოსდიოდა, რომ აწ და მარადის დარჩება ისტორიაში, ბუნებრივია, იგი ამაზე არ ფიქრობდა, გმირობა კი მისი სისიხლის ყივილი და სწორუპოვარი სულისკვეთება იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა იგი ვაჟკაცურად იბრძოდა, უბრალოდ, თავის მოქლალქეობრივ და ადამიანურ ვალს იხდიდა. აფაგ მესუდმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საჭიროა, ეს წიგნი ყველა ენაზე ითარგმნოს, დასძინა, რომ ამ ნაწარმოებში ასევე აღბეჭდილია აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნულ-მენტალური თვისებები: „ეს ნაწარმოები უბადლოა არა მარტო იმით, რომ აღწერს მეჰდი ჰუსეინზადეს ცხოვრებას, არმედ იმითაც, რომ მკითხველს აცნობს აზერბაიცანელი ხალხის უდრეკ სულს. მან თავისი სიტყვის ბოლოს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ელჩს უკრაინაში ა.ახუნდოვს აღნიშნული
წიგნის გამოცემაში გაწეული დახმარებისათვის.
წიგნის აზერბაიჯანულ ენაზე მთარგმნელმა ფერჰად აბდულლაევმა კი სამხედრო თემაზე დაწერილი წიგნის თარგმანისას მთარგმნელის წინაშე არსებულ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა: „ამ წიგნზე მუშაობისას პასუხისმგებლობას ვგრძნობდი არამარტო მეჰდი ჰუსეინზადეს ხსოვნის წინაშე, არამედ ყველა იმ გმირის სულის წინაშე, რომლებიც გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე“.
აზერბაიჯანის ეროვნულმა გმირმა მირზა გულიევმა კი აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ცნობილია თავისი გმირი შვილებით. მზგავსი ნაწარმოებები კი დიდ როლს თამაშობენ მომავალი თაობების გმირული სულისკვეთებით აღზრდის საქმეში.
უკრაინაში მცხოვრები აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ერთობის თავმჯდომარემ ილჰამა ალაჰვერდიევამ და ახალგაზრდა პოეტმა შეჰრიარ დელ გერანიმ ისაუბრეს რა მეჰდი ჰუსეინზადეს საგმირო საქმეებზე, ხასგასმით აღნიშნეს, რომ საჭიროა ასეთი ნაწარმოებები მომავალშიც ხშირად დაიწეროს.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.