კრებულს „წუთისოფელი სიზმარივით ილევა“ ლონდონში წლის საუკეთესო თარგმანის“ პრემია მიენიჭა
დიდი ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში “British Library” გამომცემლობა „“Hertfordshire Press”-ს მიერ დაწესებული “Translator of the Year”(„წლის საუკეთესო თარგმანი“) კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ინგლისის ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროს ცნობილმა მოღვაწეებმა და ინგლისში აკრედიტებული რიგი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებმა.
ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ სამეფო ხელოვნების საზოგადოების წევრი დევიდ პერი, “Eurasian Creative Guld”-ის ვიცე პრეზიდენდი მარათ ახმედჯანოვი და სხვები. მათ ვრცლად ისაუბრეს აღნიშნული პრემიის მიზანსა და მნიშვნელობაზე. შემდეგ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი შედგა.
ცნობილ ინგლისელ მთარგმნელს ქოროლაინ უოლტონს ნიჭიერი აზერბაიჯანელი პოეტესას ლეილა ალიევას წიგნის -- „წუთისოფელი სიზმარივით ილევა“ -- თარგმანისათვის ” „წლის საუკეთესო წიგნის“ პრემია მიენიჭა.
წიგნის თარგმნაში, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრის ინიციატივით განხორციელდა, ქოროლაინ უოლტონთან ერთად ცნობილმა ინგლისელმა პოეტესამ ანა მარია ჯეკსონმაც მიიღო მონაწილეობა.
სიტყვაში გამოსულებმა ერთსულოვნად აღნიშნეს, რომ აღნიშნული კრებულის ინგლისურ ენაზე გამოცემას უდიდესი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების მსოფლიოში პროპაგანდის, თანამედროვე აზერბაიჯანული პოეზიის შესწავლის, განხილვისა და უნიჭიერესი ახალგაზრდა აზერბაიჯანელი პოეტესას შემოქმედებისადმი ყურადღებისა და ინტერესის გაღვივების თვალსაზრისით.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.