გამოიცა სტეფან ცვეიგის „რჩეული ნაწარმოებები“

სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ახალი პროექტის ფარგლებში, რომელც ითვალისწინებს „მსოფლიო ლიტერატურის მარგალიტების“ 150 ტომეულის სერიულ გამოცემას, გამოვიდა მსოფლიოში აღიარებული ავსტრიელი მწერლის, სტეფან ცვეიგის „რჩეული ნაწარმოებები“.
წიგნში შესულია მწერლის ისეთი მოთხრობები, როგორებიცაა „უცნობი ქალის ბარათი“, „აღმზრდელი“, „საშინელი საიდუმლოება“, „ამოკი“, „შიში“, „ქუჩა მთვარის ნათელში“ და „ოცდა ოთხი საათი ერთი ქალის ცხოვრებიდან; კრებულში ასევე შიდის მწერლის პოპულარული მინიატურები - „კაცობრიობის ბედის ვარსკვლავები“, „ჯოზეფ ფუსე“. პოლიტიკური მოღვაწის პორტრეტი“, და ვილაიეთ ჰაჯიევის სტეფან ცვეიგის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წერილი „სტეფან ცვეიგი - დიდი ევროპელი“.
ნაწარმოებები აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნეს ცნობილმა მხატვრული თარგმანის ოსტატებმა ვილაეთ ჰაჯიევმა, ჩერქეზ გურბანლიმ, ზაჰიდ მამედოვმა, ნარიმან აბდულრაჰმანლიმ, ჰამიდ არზულუმ და გაბილ აჰმედოვმა.
წიგნი უახლოეს დღეებში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში:
“Libraff”-ი
“Kitabevim.az”-ი
“Akademkitab”-ი
წიგნის სახლი “Akademiya”
“Baku Book Centre”-ი
წიგნის სახლი “Çıraq”-ი
“Azərkitab”-ი
პრეზიდენტის აპარატის წიგნის სახლი
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო ჯიხური
და სხვა ...
-
ორხან ფიქრეთოღლუს შემოქმედება ესპანეთისლიტერატურულ პორტალში
ესპანეთის პოპულაულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Alquibla”-ამ სახელმწიფო მთარგმნელლობითი ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ორხან ფიქრეთოღლუს ესპანურად თარგმნილი მოთხრობისა „უკანასკნელი ჯიგიტის ზღაპარი“.
-
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“
თბილისში გაიმართა პრეზენტაცია "ჰეიდარ ალიევის წლის" ფარგლებში გამოცემული წიგნისა "ჰეიდარ ალიევი და საქართველო". პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება გახსნა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა; მან ისაუბრა ისტორიის რთულ პერიოდებში ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტ როლზე საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და მის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა. შემდეგ სიტყვა მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს, სახალხო მწერალ აფაგ მესუდს:
-
გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“
საქართველოს ინტელიგენციისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“, რომელიც ეძღვნება მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავს.