ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი: „უნდა გავაფართოვოთ ცენტრთან თანამშრომლობა“
მიმდინარე წლის 2 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში მილან ეკერტი და საელჩოს მისიის უფროსის მოადგილე დანიელ პუტიკი აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვივნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა წლებში ცენტრის მიერ აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილ ჩეხური ლიტერატურის ნიმუშების შესახებ და განიხილეს აზერბაიჯანულ-ჩეხური ლიტერატურული ურთიერთობების გაფართოებისადმი მიმართულ შემდგომ ნაბიჯები.
ელჩი: ”ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით ცენტრის ყურადღებითა და ინტერესით, რომელსაც იგი იჩენს ჩეხური ლიტერატურისა და ენის მიმართ. მადლიერების გრძნობით ვეკიდებით იმ ფაქტს, რომ ჩეხი მწერლების შემოქმედებას რეგულარულად ეთმობა ადგილი ჟურნალ "ხაზარის" ფურცლებზე? თქვენს ენაზე ითარგმნება და იბეჭდება ისეთი გამოჩენილი ჩეხი მწერლების ნაწარმოებები, როგორიცაა იაროსლავ ჰასეკი, კარელ სისი, ივან კლიმა, მილან კუნდერა და სხვები. მიგვაჩნია, რომ "აზერბაიჯანული ლიტერატურის ანთოლოგია", რომელიც წელს პრაღაში გამოქვეყნდება, შვნელოვანი წვლილი იქნება ჩეხურ-აზერბაიჯანული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების სფეროში. ჩვენ კი როგორც საელჩოს, მიგვაჩნია, რომ ცენტრთან ურთიერთობა და შემდგომი თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს“.
შეხვედრის ბოლოს, საელჩოს სახელით მთარგმნელობით ცენტრს გადაეცა წიგნები "პრაღა" და "ლეგენდები პრაღაზე", რომლებშიც ფუნდამენტურადაა ასახული პრაღის უძველეს არქიტექტურა.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.