აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის წიგნები გადაეცა კიევის ეროვნული ლინგვისტიკის უნივერსიტეტს
ზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის (ასმც) მიერ გამოცემული წიგნები გადაეცა კიევის ეროვნული ლინგვისტიკის უნივერსიტეტის თურქული ფილოლოგიის განყოფილებასა და ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული ენისა და კულტურის ცენტრს.
ცენტრის მიერ საჩუქრად გადაცემულ წიგნებს შორისაა „აზერბაიჯანული ლიტერატურის ანთოლოგია“ (ორტომეული), „აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“, ალიმარდან თოფჩუბაშოვის "...გვწამს, რომ ჩვენი ხალხი დამოუკიდებლად იცხოვრებს", "ხოჯალიის მოწმეები ღაღადებენ", ლეილა ალიევას ლექსების კრებული "საწუთრო სიზმარივით ილევა", იმადედინ ნასიმის უკრაინაში გამოქვეყნებული ღაზალების კრებული, აჰმად აღაოღლის"ვინ ვარ მე" და სხვა გამოცემები.
კიევის ეროვნული ლინგვისტიკის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ანასტასია პოჟარმა აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანი თურქული ფილოლოგიის კათედრის სტუდენტებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყანაა: ჩვენს უნივერსიტეტში ცალკე ჯგუფია, რომელიც მხოლოდ აზერბაიჯანულ ენას სწავლობს. გულითად მადლობას მოვახსენებთ აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ამ წიგნებისათვის. ეს უეჭველად ხელს შეუწყობს აზერბაიჯანული ენის სწავლების პროცესს.”
კიევის ეროვნული ლინგვისტიკის უნივერსიტეტის აზერბაიჯანული ენისა და კულტურის ცენტრის დირექტორის ინთიგამ შიხიზადაეს თქმით, უნივერსიტეტის აზერბაიჯანული ჯგუფის სტუდენტები ერთობ დაინტერესებულნი არიან აზერბაიჯანული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესწავლით. „ლექსიკონები და ანთოლოგიები, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტს აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა საჩუქრად გადმოსცა, მნიშვნელოვანი და საიმედო წყარო იქნება ახალი ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით ”.
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტების აღმასრულებელმა მდივანმა უკრაინაში მარინა გონჩარუქმა აღნიშნა, რომ ცენტრში მრავალი წარმატებული პროექტი განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით: ”მთარგმნელობითი ცენტრი დიდ ძალისხმევას იჩენს უკრაინულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარების საქმეში. დარწმუნებული ვარ, საჩუქრად გადმოცემული ეს წიგნები უნივერსიტეტში სამომავლოდ კვალიფიციური აზერბაიჯანოლოგებს აღზრდისათვის კარგ პირობებს შექმნის. ”
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.