გაიმართება კარლოს ფუანტესის „რჩეული ნაწარმოებების“ ონლაინ წარდგინება
მიმდინარე წლის 21 აპრილს მექსიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ხუან როდრიგო ლაბარდინ ფლორესი აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვია.
შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ პორულარული მექსიკელი მწერლის კარლოს ფუანტესის „რჩეული ნაწარმოებების“ აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა და გამოცემა უთუოდ ხელს შეუწყობს მექსიკური ლიტერატურის საერთაშირისო სივრცეში პროპაგანდასა და გავრცელებას. ასევე ითქვა, რომ უახლოეს ხანებში მექსიკის საგარეო საქმეთა ვებგვერდის მეშვეობით, რომელსაც „კულტურული დიპლომატია“ ეწოდება, ვიდეო კონფერენციის ფორმატში აღნიშნული წიგნის წარდგინება გაიმართება.
ხუან როდრიგო ლაბარდინ ფლორესი : ”მექსიკური ლიტერაატურის აზერბაიჯანში ასე დაფასება და გამოჩენილი მექსიკელი მწერლის ნაწარმოებების აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა და გამოცემა ფრიად სასიამოვნო საქმეა. ის, რომ კარლოს ფუანტესის ღჩეული ნაწარმოებები სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ ითარგმნა და ასეთ მაღალ დონეზე დაისტამბა, გახდა მიზეზი იმისა, რომ კიდევ ერთხელ გადამეკითხა ამ დიდი მწერლის ისეთი ნაწარმოებები, როგორებიცაა „არტემიო კროსის სიკვდილი“ და “აურა“. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თარგმანს ჩვენმა ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას ამ ღირსშესანიშნავი ფაქტის გამო“.
შეხვედრის ბოლოს სტუმარმა ისიც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული ლიტერატურის ლათინური ამერიკის ქვეყნებში გაცნობის მიზნით თანამშრომლობისათვის მზადყოფნას აცხადებენ ისეთი ჟურნალები, როგორებიცაა ნიკარაგუას „კარათულა“, ვენესუელას „პოეზია“ და მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტის გაზეთი „პოეზია“.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.