ცნობილი ფრანგი მოგზაურის ირევნული შთაბეჭდილებები
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა მოამზადა დოკუმენტური მასალა სახელწოდებით "ცნობილი ფრანგი მოგზაურის ირევნული შთაბეჭდილებები", რომელიც ეფუძნება ცნობილი ფრანგი მოგზაურის ჟან ბატისტ შარდენის წიგნს „მოგზაურობა“. უნდა აღინიშნოს, რომ შარდენი აზერბაიჯანის ირავანის სახანოში ცხოვრობდა შუა საუკუნეებში და სიტყვაკაზმულად აღწერდა ადგილობრივი აზერბაიჯანელების ყოფა-ცხოვრებასა და ადათ-წესებს. ინგლისურ, რუსულ, თურქულ, სპარსულ, არაბულ, ქართულ, ფრანგულ, უკრაინულ, ესპანურ და გერმანულ ენებზე ნათარგმნი მასალა გადაეგზავნება აზერბაიჯანში აკრედიტირებულ უცხოურ საელჩოებსა და მისიებს, განთავსდება შესაბამის მსოფლიო მედიაში, ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში.
ჟან ბატისტ შარდენი
• 1643 წელს დაიბადა პარიზში;
• 1666 წელს სპეციალური განკარგულებით დაინიშნა სეფიანთა ხელისუფლების ვაჭრის თანამდებობაზე; განკარგულებას, ხელს აწერს სეფიანთა მმართველი შაჰ აბას II;
• 1685 წელს საცხოვრებლად გადავიდა ინგლისში და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა (1713 წ.);
• პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული "მოგზაურობის" მეორე თავი, სახელწოდებით "მოგზაურობა პარიზიდან ისპაჰანში" მდიდარია მაშინდელი აზერბაიჯანის მასალით, რომელიც მაშინდელი აზერბაიჯანს შეეხება .
გთავაზობთ მოგზაურის შთაბეჭდილებებს, რომლებიც ეხება აზერბაიჯანის
ძირძველ ქალაქ ირევანს:
მოგზაურობა პარიზიდან ისპაჰანში
”... მრავალი ქალაქის და დასახლების გავლის შემდეგ მივაღწიეთ ირევანს ... ტიფილისიდან ირევნამდე მანძილი 48 მილია. ირევანი დიდი ქალაქია, მაგრამ უხერხული და ბინძურია. ქალაქის უმეტესი ნაწილი ბაღებისა და ვენახებისგან შედგება. ირგვლივ ერთ ლამაზ შენობას ვერ ნახავთ. ქალაქი მდებარეობს ვაკეზე, რომელიც ყველა მხრიდან მთებით არის გარშემორტყმული. მდინარე ზენგი მოედინება ჩრდილო – დასავლეთიდან, ხოლო მდინარე კირხბულაღი სამხრეთ–დასავლეთიდან. ამ მდინარეს წყაროების რაოდენობის გამო "მდინარე კირხბულაღსაც" (ორმოცწყარო) უწოდებენ.
... ირავანის ციხესიმაგრე მოცულობით პატარა ქალაქზე დიდია. ციხესიმაგრე ოვალური ფორმისაა, გარშემოწერილობით ოთხი ათასი ნაბიჯია და დაახლოებით რვაასი სახლისგან შედგება. იქ მხოლოდ სუფთა სისხლის სეფიანები ცხოვრობენ ... ციხესიმაგრის დასაცავად ორი ათასი ჯარისკაცია გამოყოფილი. ირავანის მმართველის სასახლე ციხესიმაგრის შიგნით მდებარეობს ... ციხესიმაგრის ჩრდილოეთ მხარეს, ბორცვზე კიდევ ერთი პატარა ციხე მოსჩანს. მათ შორის მანძილი დაახლოებით ათასი ნაბიჯია. იმ ადგილას დაცვა გაძლიერებულია ორმაგი კედლით და ქვემეხებით. იქ ორასი ადამიანი შეიძლება განთავსდეს. ადგილს "კეჩიგალა" ეწოდება. ქალაქი ციხესიმაგრედან ერთ საზარბაზნე მანძილზეა დაშორებული ... ქალაქში ასევე არის უძველესი კოშკი. ვერ გავარკვიე იგი როდინდელი შენობაა...
ბაზრის მახლობლად მდებარეობს უძველესი მეჩეთი, რომელიც აგურითაა ნაშენები, თუმცა ახლა თითქმის ნანგრევებადაა ქცეული. ტაძარს დივ სულთნის მეჩეთს უწოდებენ, იმ პიროვნების პატივსაცემად, ვინც იგი ააგო. იქ სამას ნაბიჯზე დიდი მოედანია ... ქალაქში და ციხესიმაგრეში უამრავი აბანო და ქარვასლაა ...
სამთავროს ამ მოსამართლეს (საუბარია ირავანის მოსამართლეზე) დღემდე სარდარს ეძახიან. ... სარდარს საფიგულო ხანი ჰქვია.
ირავანის სამთავრო ყველაზე მდიდარი და შემოსავლიანი პროვინციაა. მისი წლიური შემოსავალი ოცდათორმეტ ეკო (500,000 ევრო) შეადგენს. აკრძალული გზებით ისინი ამ შემოსავალის წელიწადში ორასი ათას თუმნამდე გაზრდას ახერხებენ.
ჟ.ბ. სარდენის პირველი ვიზიტი ირევანში აზერბაიჯანის ეროვნულ დღესასწაულს ნოვრუზ ბაირამს დაემთხვა
”... ეს მოხდა 1673 წლის 21 მარტს. მზის ამოსვლიდან ორმოცდაშვიდი წუთის შემდეგ, ციხის გარნიზონმა და არტილერიამ ახალი წელი გამოაცხადეს, ამ დღის აღსანიშნავად ქვემეხმა სამჯერ დაიქუხა. ახალი წლის დადგომა ცხადდება, მიუხედავად იმისა ღამეა თუ დღე, ეს იმ მომენტში ხდება, როდესაც მზე ვერძში ზოდიაქოში შედის.
სეფიანებში მრავალი რელიგიური და ეროვნული დღესასწაულია. როგორც რელიგიური რიტუალების ისტორია და ძირითადი რელიგიური მოვლენები, ასევე დღეები, რომლებიც წელიწადის დროების ცვლას აღნიშნავენ, აღიქმება როგორც ღირსშესანიშნავი დღეები. ამასთან, სამი რელიგიური დღესასწაული აღინიშნება და დამკვიდრებულია, როგორც ტრადიცია. სეფიანები მარხვის დასრულების დილას ზეიმით აღნიშნავენ.
აბრაამის შესაწირისა და წმინდა ალის მომხრეების რელიგიისათვის თავგანწირვის თარიღს აქ გლოვით აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელიც ეროვნული დღესასწაულია, იგი აქ საზეიმოდ არ აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ ნოვრუზის დღესასწაული სამ დღე-ღამეს გრძელდება. სხვა ადგილებში, ისევე როგორც სასახლეში, ეს დღესასწაული მზის ვერძის ზოდიაქოში შესვლიდან მოყოლებული რვა დღეს გრძელდება. ამ დღესასწაულს „ნოვრუზ სულთანიე“ ჰქვია. ეს ნიშნავს "ბრწყინვალე ახალ წელს" ანუ "იმპერიის ახალ წელს".
ბაირამობისას სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილი ასტროლოგები სამეფო სასახლეში, ან ადგილობრივი მმართველების რეზიდენციაში იყრიან თავს. ისინი ერთი-ორი საათით ადრე იკრიბებიან, რათა დღე-ღამის თანასწორობის წამს ერთად დაესწრონ. ასტროლოგები სახლების სახურავებიდან და მოედნებიდან აკვირდებიან და განსაზღვრავენ დღისა და ღამის თანასწორობას. სწორედ მათ სიგნალზე ისვრიან ქვემეხები, ისმის მუსიკალური ინსტრუმენტებისა და საყვირის ხმა“.
ფრანგულიდან თარგმნა ვაგიფ ასლანმა
ლიო- 1 ლიო დაახლოებით 4 კმ-ს უდრის
მდინარე ზენგის „ჩილდირჩაიც“ ჰქვია. დამპყრობელი სომხები ახლა მას „რაზდანს“ უწოდებენ.
კირხბულაღი - მისი უწინდელი სახელი გედარადჩაი იყო. დამპყრობელი სომხები ახლა გეტარს ეძახიან.
ეკო - საფრანგეთში ფულადი ერთეულია.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.