ფართოვდება აზერბაიჯანულ-უკრაინული ლიტერატურული ურთიერთობები
19 თებერვალს სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვია უკრაინის ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბატონი ვლადისლავ კანევსკი. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო აზერბაიჯანისა და უკრაინის ლიტერატურული ურთიერთობების ფარგლებში განხორციელებულ ლიტერატურულ და მთარგმნელობით პროექტებს. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს ბაქოში აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემულ უკრაინული პოეზიის ანთოლოგიაზე - “კაცი, ქალი და ქოლგა“, კიევში უკრაინულ ენაზე დასტამბულ „თანამედროვე აზერბაუჯანული პოეზიის ანთოლოგიის“, ცნობილი უკრაინელი პოროზაიკოსების ვლადიმერ დანილენკოსა და ნიკოლაი ხომიჩის აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემულ წიგნების -„დაისის ნათელში“ და „კოშკის საიდუმლოება“, - და კიევში უკრაინულ ენაზე დასტამბული დიდი აზერბაიჯანელი პოეტის იმადედდინ ნესიმის ყაზალების კრებულის „მე თავადა ვარ გზა ჭეშმარიტი“-ს შესახებ. შეხვედრის დროს ასევე მოხდა აზრთა გაცვლა 2020-2025 წლებში აზერბაიჯანულ-უკრაინული ლიტერატურული ურთიერთობების სფეროში გათვალისწინებული ურთიერთ თანამშრომლობის, უკრაინის სოციალურ ქსელებში აზერბაიჯანული ლიტერატურის პროპაგანდისა და ამასთან დაკავვშირებული სხავა საკითხების ირგვლივ.
შეხვედრის ბოლოს სტუმარს საჩუქრად გადაეცა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის იმადედდინ ნასიმის ყაზალების კრებული - „მე თავადა ვარ გზა ჭეშმარიტი“, რომელიც კიევში უკრაინულ ენაზე იქნა გამოცემული.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.