მთარგმნელობით ცენტრს ეწვია ლიტველი ჟურნალისტი, რომელიც ხოჯალოს ტრაგედიას შეესწრო
ცნობილი ლიტველი ჟურნალისტი, ”Ladziyaya Star” საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის მთავარი რედაქტორი, რიჩარდ ლაპაიტისი სახელმწიფო მთარგმნელთა ცენტრს ეწვია.
შეხვედრის დროს განიხილეს ხოჯალის მოვლენები და ყარაბახის ბრძოლებსა და ხოჯალოს ხოცვა-ჟლეტის ამსახველი დოკუმენტურ-პუბლიცისტური წიგნი ჟურნალისტისა, რომელიც ამ ტრაგედიის უშუალო მოწმე იყო და ისაუბრეს იმაზე, თუ ინფორმაცია ამ სისხლიანი მოვლენების შესახებ როგორ უნდა მიიტანონ მსოფლიო საზოგადოებრიობამდე.
რიჩარდ ლაპაიტისი: ”მე ხშირად ვსტუმრობ აზერბაიჯანს, განსაკუთრებით ხშირად ვიმყოფები ფრონტულ რეგიონებში და ვცდილობ, სამყაროს გავაგებინო სიმართლე სომეხ ოკუპანტთა მიერ მრავალი წლის განმავლობაში ჩადენილი ვანდალიზმის შესახებ. ხოჯალის გენოციდზე ჩემი დაწერილი წიგნის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა, რომელსაც „უსასრულო დერეფანი“ ეწოდება, მსოფლიო მოიარა და მრავალი საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა. ეს ტრაგედია, ეს დიდი ტკივილი უკვე სისხლში მაქვს გამჯდარი და გადაწყვეტე მთელი ჩემი სიცოცხლე მივუძღვნა ამ ტრაგედიის ჭეშმარიტი რეალობის აღმოჩენისა და სამართლიანობის დამკვიდრების საქმეს.
ღონისძიების დასასრულს გადაწყდა, ავტორმა დეტალურად დააფიქსიროს ყარაბაღის სისხლიანი მოვლენები, რომლებიც 90-იან წლებში თავისი თვალით იხილა და იმისათვის, რომ წიგნი მსოფლიო საზოგადოებრიობისათვის ხელმისაწვდომი გახდეს, სხვადასხვა ენაზე ითარგმნოს და გამოიცეს.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.