აზერბაუჯანული მოტხრობების წარდგინება საფრანგეთში
განხორციელდა აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც აზრბაიჯანული ლიტერატურის მსოფლიოში გავრცელებასა და პროპაგანდას ითვალისწინებს. ამჯერად საფრანგეთში ფრანგულ ენაზე დაისტამბა „აზერბაიჯანული ლიტერატურის ანთოლოგია“ და შედგა აღნიშნული წიგნის პრეზენტაცია. ღონისძიებაში, რომელიც სტრასბურგის ცენტრალურ წიგნის სახლში -- „კლებერში“ შედგა, მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის სამეცნიერო და ლიტერატურული სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა, ევროპის ინსტიტუტებმა, აგრეთვე ევრპის სასამართლოს თანამშრომლებმა, ჟურნალისტებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.
ფრანგული გამომცემლობა „ქაფაზის“ მიერ დასტამბულ წიგნში, რომელიც კლასიკური და თანამედროვე აზერბაიჯანული ლიტერატურის ოცდა რვა ნიმუშს მოიცავს, თავმოყრილია ნაწარმოებები ისეთი მწერლებისა, როგორებიცაა ისმაილ ბეკ გუთქაშენლი, აბდურაჰიმ ბეკ ჰაგვერდიევი, ჯალილ მამედყულიზადე, სულეიმან სანი ახუნდოვი, მირ ჯალალი, ილიას ეფენდიევი, ისა ჰუსეინოვი, საბირ აჰმედლი, ისი მალიქზადე, იუსიფ სამედოღლი, ანარი, ელჩინი,მოვლუდ სულეიმანლი, შაჰმარი, სარა ოღუზი, დილსუზი, მამედ ორუჯი, რაფიგ თაღი, ქამალ აბდულა, სადაი ბუდაგლი, აფაქ მესუდი, ნარიმან აბდურაჰმანლი, ეთიმად ბაშქეჩიდი, ილგარ რესული, შერიფ აღაიარი და ამ ლიტერატურის სხვა ღირსეული წარმომადგენლები.
ღონისძიება შესავალი სიტყვით მოდერატორმა, პროფესორმა ტეირი ედმონდმა გახსნა და პირველი სიტყვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ევროპის საბჭოში მუდმივ წარმომადგენელს ფახრადდინ ისმაილოვს გადასცა. ელჩმა ისაუბრა რა აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრისა და ფრანგული გამომვემლობა „ქაფაზის“ მჭიდრუ ურთიერთობის შედეგად ფრანგულ ენაზე გამოცემული „აზერბაიჯანული ლიტერატურის ანთოლოგიაზე“, მაღალი შეფასება მისცა აღნიშნულ კრებულს და აღნიშნა, რომ იგი ითამაშებს იმ ფანჯრის როლს, რომელიც მდიდარ აზერბაიჯანულ კულტურას აზიარებს ფრანგ მკითხველს.
შემდეგ კი სიტყვა გადაეცა აზრბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს აფაგ მესუდს. ქალბატონმა აფაქმა ღონისძიების მონაწილეებს მოკლედ გააცნო ცენტრის ჩამოყალიბებისა და საქმიანობის იდეა და შემდეგ ისაუბრა ლიტერატურის უმაღლეს მისიაზე, -- აღმიშნა, რომ მხატვრული ლიტერატურა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა რასებისა და ერების საფიქრალს გადმოსცემს, ფაქტიურად ერთსა და იმავე ტკივილსა და სიხარულს ემსახურებს და ცდილობს, დასაბამიერი სიახლოვე მსოფლიო სააზროვნო სიბრტყეზე გამოიტანოს. აფაგ მესუდმა თავის გამოსვლაში ხაზაგსმით აღნიშნა, აზერბაიჯანული ლიტერატურის მსოფლიოსათვის გაცნობის საქმეში ჰეიდარ ალიევის ფონდის დიდი წვლილი და მზრუნველობა.
ამის შემდეგ სიტყვა გადაეცა სტრასბბურგის უნივერსიტეტის თურქული კვლევის დეპარტამენტის დირექტორს, პროფესორ სტეფან დო ტაპიეს. მან ვრცლად ისაუბრა აზერბაიჯანის გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, მის ისიტორიაზე, აზერბაიჯანულ კულტურასა და ენობრივ ჯგუფზე, რომელსაც აზერბაიჯანული ენა განეკუთნება.
ასევე სიტყვით გამოვიდა სტრასბურგის უნივერსიტეტის ენათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ჟან პოლ მეიერი, რომელმაც ისაუბრა ანთოლოგიაში შესული მოთხრობების მხატრულ ღირებულებაზე. გამოსვლის ბოლოს კი მირ ჯალალის ცნობილი მოთხრობის -- „დისერტაცია“ -- ერთი ფრაგმენტი გაახმოვანა.
ცნობილმა ფრანგმა მწერალმა მიშელ კოპმა დამსწრე საზოგადოებრიობას გაუზიარა თავისი შთაბეწდილებები მოთხრიბებზე, რომლებიც მას განსაკუთრებით მოეწონა და გამოსვლა აფაქ მესუდის მოთხრობის „კურდღელის სიკვდილის“ დეკლამაციით დაასრულა.
ამის შემდეგ სიტყვა გადაეცა კრიტიკოს ჟან ემანუელ მედინას, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს წიგნი ორი ქვეყნის კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მართლაც, მნივნელოვანი მოვლენაა.
გამომცემლობა „ქაფაზის“ ხელმძღვანელმა ალბერთ ვაკმა და ამავე გამომცემლობის თანამშრომლებმა ნიჯათ ქაზუმოვმა და დილბადი გასუმოვმა სამომავლო გეგმებსა და პერსპექტიულ პროექტებზე ისაუბრეს.
წარდგინების ბოლოს სიტყვით გამოსულებმა უპასუხეს ღონისძიების მონაწილეთა შეკითხვებს, ხოლო ამის შემდეგ სტუმრები მიწვეულ იქნნენ ფურშეტზე.
აღნიშნული წიგნი მალე განთავსდება პარიზის, ტულუზის, ანჟეისა და სხვა ქალაქების ცენტრალურ ბიბლიოთეკებსა და უნივერსიტეტების წიგნთსაცავებში. ასევე გათვალისწინებულია ფართო საზოგადოებრიობისათვის ანთოლოგიის წარდგინების ღონისძიებათა ციკლი.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.