ავსტრიელი ოფიციალური პირი აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრში
ავსტრიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი აზერბაიჯანში ბატონი ბერნდ ალექსანდერ ბაიერი და მისი მეუღლე ნატალია ბაიერი აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრს ეწვივნენ. შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ლიტერატუურულ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ ცენტრის მიერ უკვე ითარგმნა და აზერბაიჯანულად დაისტამბა ისეთი ავსტრიელი მწერლები როგორებიცაა რ.მ. რილკე, რობერტ მუზელი, შტეფან სვეიგი, ფრანს კაფკა, იოზეფ როტი, ელის კანეტი, იურა ზოიფერი, ილზე აიხინგერი, თომას ბერნჰარდი და ბერეთ ჰანდკე. ასევე ითქვა, რომ აზერბაიჯანული ლიტერატურის გერმანულენოვან სამყაროში გავრცელებისა და პროპაგანდის მიზნით გერმანულად ითარგმნა და ფრანკფურთში გამოიცა აზერბაიჯანული მოთხრობის კრებული, სათაურით „საიდუმლო“
ბერნდ ალექსანდერ ბაიერი: „თქვენი ცენტრი ამ მიმართულებით მართლაც დიდ საქმეს აკეთებს. საჭიროა, ავსტრიაშიც გავრცელდეს აზერბაიჯანული მოთხრობების კრებული, რომელიც გერმანულად უკვე ითარგმნა. დღეს ავსტრიაში დიდი ინტერესია თქვენი ქვეყნისა და ლიტერატურის მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგრძნობა ინფორმაციის ნაკლებობა. აქედან გამომდინარე ამ წიგნისადმი ინტერესიც დიდი იქნება. მისასალმებელია თქვენი წინადადება იმის შესახებ, რომ ვენაშიც ჩატარდეს აღნიშნული წიგნის პრეზენტაცია და იგი დაურიგდეს უნივერსიტეტებისა და უმაღლესი სასწავლებლების ბიბლიოთეკებს. ჩვენ როგორც საელჩო, მზად ვართ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველანაირი დახმარება გაგიწიოთ.“
შეხვედრის ბოლოს ელჩს საჩუქრად გადაეცა გერნმანიაში გამოცემული აზერბაიჯანული მოთხრობის წიგნი „საიდუმლო“.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.