აზერბაიჯანული ლიტერატურის წარდგინება ბელორუსიაში
მინსკის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე წარდგენილ იქნა „თანამედროვე აზერბაიჯანული ლიტერატურის ანთოლოგია-- პოეზია“, რომელიც აზერბაიჯანული ლიტერატურის საერთაშორისო სამყაროში გაცნობისა და პროპაგანდის ჩარჩოში ბელარულულ ენაზე გამოსცა აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრმა.
ღონისძიებაში, რომელიც მოეწყო ბელორუსიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მონაწილეობდნენ ბელორუსიის ლიტერატურული საზოგადოებრიობა, პრესის წარმომადგენლები და მხატვრული კითხვის ოსტატები. სიტყვაში გამოსულმა წიგნის მთარგმნელებმა ნაუმ გალფეროვიჩმა, ტატიანა სივეტსიმ, იულია ალეიჩენკომ და ვალერია საროტნიკმა აზერბაიჯანულ-ბელორუსული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარების ტემპებზე და ხალხებს შორის კულტურული ურთიერთობების უბადლო მნიშვნელობაზე ილაპარაკეს.
ანთოლოგიაში წარმოდგენილი აზერბაიჯანელი პოეტების ლექსები საზოგადოებრიობას წარუდგინა ბელორუსიის ცნობილმა მხატვრული კითხვის ოსტატმა ნიკოლაი ლეონჩიკმა.
უნდა აღინიშნოს, რომ წიგნში თავმოყრილია აზერბაიჯანული პოეზიის ისეთი ბრწყინვალე წარმომადგენლები, როგორებიცაა სამედ ვურღუნი, მიქაილ მუშვიგი, რასულ რზა, ალი ქერიმი, ბახთიარ ვაჰაბზადე, ნარიმან ჰასანზადე, მამედ არაზი, ისა ისმაილზადე, ალაქბერ სალაჰზადე და სხვები.
ღონისძიება ფართოდ იქნა გაშუქებული პოგორც პრესის, ასევე ტელევიზიის მეშვეობით.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.