ცნობილი რომანი „დრინას ხიდი“ პირველად აზერბაიჯანულ ენაზე
აზრბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრმა გამოსცა ცნობილი სერბი მწერლის ივო ანდრიჩის (1892-1975) წიგნი „დრინას ხიდი“.
რომანი ეძღვნება საყოველთაოდ ცნობილ უნიკალურ „დრინას ხიდს“, რომელიც შუა საუკუნეებში ოსმალეთის იმპერიის დიდმა ვეზირმა, წარმოშობით ბოსნიელმა სოკოლო მეჰმეთ ფაშამ ააგო. ეს ფრიად წარმატებული ნაწარმოები მოიცავს ოთხ საუკუნეზე მეტ პერიოდს და ასახავს მოვლენებს, რომლებიც დაკავშირებულია აღნიშნულ ხიდთან და იმ გარემოსთან, სადაც ეს ხიდი მდებარეობს. განსაკუთრებით ხასგასმითაა დახატული იმ ადამიანების ყოფა-ცხოვრება, რომელთა ყოველდღიურობაც უშუალოდ ამ ხიდს უკავშირდებოდა.
აღნიშნული რომანის გამო 1961 წელს ავტორს ნობელის პრემია მიენიჭა.
წიგნი სერბული ენიდან თარგმნა პროფესორმა ჯალილ ნაღიევმა.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.