„ხოსროვი და შირინი“ ახალ თარგმანში წარედგინა ლიტერატურულ საზოგადოებას
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიტერატურულ საზოგადოებას წარედგინა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის პოემა „ხოსროვი და შირინი“ რომელიც „ნიზამის წელთან“ დაკავშირებით ითარგმნა და გამოიცა სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში.
ღონისძიებას, რომელიც მ.ფ.ხუნდოვის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პროფ. ქარიმ თაჰიროვის მოდერატორობით წარიმართა, პროფ. ბადირხან აჰმედლი, პროფ. ჯავანშირ იუსიფლი, აზერბაიჯანის ერევნული აკადემიის ნიზამის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომლები ზაჰრა ალავერდიევა, თაჰმინა ბადალოვა, „ლიტერატურული გაზეთის“ მთავარი რედაქტორი აზერ თურანი და მწერალთა კავშირის მდივანი ილგარ ფაჰმი, ასევე საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროფესორმა ქარიმ თაჰიროვმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრის მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელობას აზერბაიჯანული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის მსოფლიოში და მსოფლიო ლიტერატურის პროპაგანდის მიზნით აზერბაიჯანში, ასევე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. მან აღნიშნა, რომ გაეცნო „ხოსროვი და შირინის“ ახალ თარგმანს და ეს გამოცემა შეაფასა, როგორც სმც-ს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში ნიზამოლოგიის განვითარების, დიდი პოეტის შემოქმედების დღევანდელი მოთხოვნების შესაბამისად ინტერპრეტაციისა და შესწავლის თვალსაზრისით, ეს თარგმანი შეიძლება ჩაითვალოს უნიკალურ ნიმუშად. მან ხაზი გაუსვა უკვდავი ნიზამის სხვა ნაწარმოებების ფილოლოგიური თარგმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი წვლილი იქნება ზოგადად აზერბაიჯანში ფილოლოგიური აზროვნების განვითარების საქმეში.
აზერბაიჯანის ეროვნული აკადემიის ნიზამი განჯავის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელმა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, ნიზამოლოგმა-მეცნიერმა ზაჰრა ალაჰვერდიევამ „ხოსროვი და შირინის“ ფილოლოგიური თარგმნა და გამოცემა ერთობ მნიშვნელოვან ინიციატივად შეაფასა. მან აღნიშნა, რომ უაღრესად პოეტურ ენაზე თარგმნილ ნაწარმოებში ნიზამის სახეები, სიუჟეტი და პერიპეტიები წარმოდგენილია ორიგინალის სულისკვეთებით. ბოლოს დასძინა, რომ ნაწარმოები ბოლომდე წაიკითხა და იგი ახალი ნიუანსებით აღებეჭდა გონებაში.
აზერბაიჯანის ეროვნული აკადემიის ნიზამი განჯავის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელმა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, ნიზამოლოგმა-მეცნიერმა თაჰმინა ბადალოვამ განაცხადა, რომ ამ პოემის ფილოლოგიური თარგმანი შეიძლება შეფასდეს როგორც ლიტერატურული მოვლენა. მან ყურადღება გაამახვილა თარგმანის სხვადასხვა ტიპებს შორის არსებულ სხვაობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლასიკური ტექსტების ფილოლოგიური თარგმნა რთული პროცესია.
აზერბაიჯანის ეროვნული აკადემიის ნიზამი განჯავის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომლებმა ასევე გამოთქვეს შენიშვნები და მოსაზრებები რელიგიური ცნებების, ისტორიული კონტექსტისა და რეალობის ორიგინალში წარმოდგენის, მათი გამოხატვის ხერხების შესახებ.
აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის მდივანმა, მწერალმა ილგარ ფაჰმიმ ეს მოვლენა მიულოცა მთლიანად მთარგმნელობითი ცენტრის თანამშრომლებს. მისი აზრით, ნიზამის მსგავსი გენიოსის ნაწარმოების თარგმნა და ამ საქმის ღირსეულად დაგვირგვინება ადვილი როდია. მან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა თავისი შეხედულებები კლასიკური ლიტერატურის თარგმანის სპეციფიკაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს პოემა საუკუნეების წინ დაიწერა, საჭიროა დროდადრო გადავხედოთ იმ საკითხებს, რომლებიც ხელს უშლის ნაწარმოების თანამედროვე თვალით წაკითხვასა და საათანადო აღქმას.
„ლიტერატურული გაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა აზერ თურანმა ამ წიგნის გამოცემა შეაფასა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც განხორციელდა „ნიზამი განჯავის წლის“ ფარგლებში. მან აღნიშნა, რომ „ხოსროვი და შირინის“ ფილოლოგიური თარგმანის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვანი მოვლენაა აზერბაიჯანის ლიტერატურულ და კულტურულ გარემოში. ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თარგმანის დროს მთარგმნელმა ღრმად უნდა იცოდეს ავტორის ცხოვრების პერიოდი, იმ პერიოდის ლიტერატურული და კულტურული გარემო და გამოხატვის სტილი. სწორედ ეს იგრძნობა წინამდებარე თარგმანში. და ბოლოს, ის, რომ ნაწარმოების თარგმნა სწორედ ეთიმად ბაშქეჩიდს დაევალა, პროექტის წარმატების წინასწარ განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია.
თავის გამოსვლაში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ბადირხან აჰმადლიმ ყურადღება გაამახვილა ნათარგმნი ტექსტების პერიოდული განახლების მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ ეს წიგნი აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის პერიოდში ნიზამი განჯავის შემოქმედების პირველი ფილოლოგიური თარგმანია. დასძინა, რომ „ხოსროვი და შირინის“ ფილოლოგიურ თარგმანს აზერბაიჯანის ლიტერატურულ და კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენად აღიქვამს. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საკრალური ტექსტებისა და კლასიკოსების ნაწარმოებების თარგმნა მნიშვნელოვანი წვლილია ქვეყანაში მთარგმნელობითი სკოლის ჩამოყალიბებაში.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჯავანშირ იუსიფლიმ შეაფასა რა მთარგმნელთა ღვაწლი, აღნიშნა, რომ ისეთი რთული პოემის ფილოლოგიური თარგმნა, როგორიცაა „ხოსროვი და შირინი“, ძალიან საპასუხისმგებლო და რთული საქმეა. „თარგმანის ტექსტიდან ირკვევა, რომ მათ, ვინც ამ სამუშაოს ასრულებდა, შეძლეს ნიზამი განჯავის ამ შედევრის ყველა დეტალის სათანადოდ გააზრება და აღქმა.
დასასრულს ეთიმად ბაშკეჩიდმა ისაუბრა გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით და მადლობა გადაუხადა გამომსვლელებსა და ღონისძიების ყველა მონაწილეს.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.