ჰეიდარ ალიევი და აზერბაიჯანული ენა
10 მაისი აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბადების დღეა.
გენიალური პიროვნებისა და დიდი სახელმწიფო მოღვაწის ჰეიდარ ალიევის ეროვნული პოლიტიკა, რომელსაც იგი ატარებდა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში - 60-იანი წლების ბოლოდან - აზერბაიჯანული ენის სახელმწიფო ენის სტატუსის მოპოვებას, კანონმდებლობაში დამკვიდრებისა და მისი, როგორც ეროვნული საგანძურის დაცვის მიმართულებით, დიდ შესაძლებლობებს ქმნის ეროვნული თავისუფლების სულისკვეთების ამაღლების, ეროვნული თვითშეგნების აღორძინების, ეროვნული აზროვნებისა და ეროვნული ლიტერატურის განვითარების სფეროში.
ეროვნული ლიდერის 2001 წლის 18 ივნისის ბრძანებულებამ "სახელმწიფო ენის დამკვიდრება-გამოყენების საქმის გაუმჯობესების შესახებ", 2001 წლის 4 ივლისის განკარგულებამ "აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენის სახელმწიფო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ", 2001 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულებამ „აზერბაიჯანული ანბანისა და აზერბაიჯანული ენის დღის დაარსების შესახებ“ და ბოლოს ბრძანებულებამ „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ენის კანონის შესახებ“, რომელიც 2003 წლის 2 იანვარს შევიდა ძალაში, მარადიული საფუძველი ჩაუყარა ღრმა მოქალაქეობრივ მრწამსსა და ქვეყნისა და ხალხის სიყვარულზე დაფუძნებულ ძლიერი ენობრივი აღმშენებლობის კონცეფციას.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.