უკრაინის ეროვნულ მწერალთა კავშირში ლეილა ალიევას წიგნის პრეზენტცია გაიმართა
უკრაინის მწერალთა ეროვნულ კავშირში გაიმართა ნიჭიერი აზერბაიჯანელი პოეტის ლეილა ალიევას წიგნის “Свiт тане, як сон” ("საწუთრო სიზმარივით ილევა") პრეზენტაცია.
ღონისძიების გახსნისას, უკრაინის ეროვნული მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მიხაილ სიდორევსკიმ ისაუბრა ბოლო წლებში უკრაინულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობების მაღალ დონეზე და უკრაინულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობის განვითარების საქმეში სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ წარმატებით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე: უაღრესად მაღალ დონეზე გამოცემული ეს წიგნი, რომელიც დასტამბა უკრაინულმა გამომცემლობამ იაროსლავოვ ვალმა, დიდი ინტერსი გამოიწვია უკრაინული ლიტერატურული საზოგადოებაში და მაღალი შეფასება დაიმსახურა. აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ეს პროექტი არის ახალი წვლილი და წარმატებული ნაბიჯი ორ მეგობარ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის განვითარების საქმეში“.
შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ იაროსლავოვის გამომცემლობის დირექტორი, პოეტი სვეტლანა კორონენკო, უკრაინის სახალხო არტისტი, დამოუკიდებელი უკრაინის კულტურის პირველი მინისტრი ლარისა ხოროლესი, უკრაინის ახალგაზრდული ეროვნული მწერალთა კავშირის მდივანი, პოეტი იულია ბერეჟკო-კამინსკაია, და პოეტი, მთარგმნელი ლუდმილა დიადჩენკო. მათ ისაუბრეს ლეილა ალიევას პოეზიის ღრმა ფილოსოფიურ თავისებურებებზე და ორიგინალობაზე.
ბოლოს, წიგნის უკრაინულად თარგმნის ავტორმა, მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ ლესია მუდრაკმა ისაუბრა ლეილა ალიევას პოეზიის მხატვრულ ღირსებებზე, ორიგინალურ სტილზე, თარგმნის პროცესში მაღალ სულიერ სიამოვნებასა და პოეტის სამშობლოსადმი სიყვარულის არსზე.
ცნობილმა უკრაინელმა პოეტმა და მთარგმნელმა, კიევის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ჩისტიაკმა ისაუბრა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ფართომასშტაბიან თანამშრომლობაზე უცხო ქვეყნებთან, მის წვლილზე ამ სფეროს განვითარებაში და წაიკითხა ნაწყვეტები წიგნიდან “Свiт тане, як сон".
ღონისძიების მხატვრულ ნაწილში ნაჩვენები იქნა ლეილა ალიევას ლექსებზე დაფუძნებული ლიტერატურული კომპოზიცია, რომელიც მოამზადეს უკრაინის კულტურისა და ხელოვნების ეროვნული აკადემიის სტუდენტებმა. აქვე ცნობილმა უკრაინელმა მუსიკოსმა კატერინა ლუბჩიკმა ბანდურ მუსიკალურ ინსტრუმენტზე შეასრულა აზერბაიჯანული ხალხური სიმღერა "ქერა პატარძალი".
ღონისძიების დასასრულს უკრაინის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მიხეილ სიდორევსკი, აღნიშნული წიგნის უკრაინულ ენაზე მთარგმნელი ლესია მუდრაკი, იაროსლავოვის გამომცემლობის დირექტორ სვეტლანა კორონენკო, უკრაინის სახალხო არტისტი ლარისა ხოროლესი, და მარინა გონჩარუკი უკრაინულ-აზერბაიჯანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.