„ლეილი და მეჯნუნი“ ლვოვის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე
დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯავის უკრაინაში გამოქვეყნებული "ლეილი და მაჯნუნი" წარმოდგენილი იყო ლვოვის წიგნის XXVIII საერთაშორისო ფორუმზე. ლვოვის წიგნის ფორუმი, რომელიც ტარდება უკრაინის კულტურის ფონდის, ლვოვის საქალაქო საბჭოსა და ლვოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, არის ერთ-ერთი უდიდესი წიგნის ფორუმი არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
ღონისძიებაში, რომელიც 80 ონლაინ კავშირით ვრცელდებოდა, 21 ქვეყნიდან 250 -ზე მეტი ავტორი, გამომცემელი, მთარგმნელი და კულტურის მენეჯერი მონაწილეობდა, ფორუმის ფარგლებში მოეწყო მრგვალი მაგიდები და დისკუსიები 50 თემაზე.
წელს ფორუმის საპატიო სტუმარი იყო პოლონელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ოლგა ტოჩარჩუკი, ხოლო სპეციალური სტუმარი გახლდათ 93 წლის ფსიქოლოგი, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის შესახებ პოპულარული წიგნის ("არჩევანის") ავტორი ედიტ ივა ეგერი.
ღონისძიებაზე ისაუბრეს ნიზამი განჯავის მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, ამ დიდი პოეტის უკრაინაში უკრაინულ ენაზე თარგმნილი ნაწარმოებების ათვისებასა და, ნიზამის პოეზიის წვლილზე უკრაინული პოეტური ენის გამდიდრებაში.
„ლეილი და მეჯნუნთან“ ერთად ფორუმის ფარგლებში ასევე გამოფენილ იქნა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ უკრაინულ ენაზე უკრაინაში გამოცემული სხვა წიგნებიც, კერძოდ „თანამედროვე აზერბაიჯანული პოეზიის ანთოლოგია“, იმადედდინ ნესიმის „Ішляхом Істини постав я сам...” ("მე თავადა ვარ გზა ჭეშმარიტი ..."), სალამსარვანის “Іпотонути неможливо, неглибокий цей світ...” („ვერ ჩაიღრჩობი, სიღრმე აკლია ქვეყნიერებას“) და ლეილა ალიევას Свiт тане, як сон” („სამყარო სიზმარივით ილევა“).
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.