„ლეილი და მეჯნუნი“ დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
დნეპრის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ( Dnepr Book Space) გაიმართა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯავის კიევში უკრაინულ ენაზე გამოცემული"ლეილი და მაჯნუნიის" პრეზენტაცია.
ღონისძიება გახსნა ცენტრის უკრაინელმა წარმომადგენელმა მარინა გონჩარუკმა, რომელმაც ვრცლად იაუბრა აზერბაიჯანულ-უკრაინული ლიტერატურული ურთიერთობების განმტკიცების მიმართულებით სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ გაწეულ სამოშაოზე, ნიზამის შემოქმედებასა და მასთან დაკავშირებულ კვლევებზე.
დნეპროპეტროვსკის ოლქის აზერბაიჯანელთა კონგრესის წარმომადგენელმა ნაჯაფ აჰმადოვმა ისაუბრა იმ ღონისძიების მნიშვნელობაზე, რომელიც უკრაინისა და აზერბაიჯანის ხალხებს შორის ლიტერატურული და კულტურული კავშირების განვითარებას ემსახურება.
"ლეილი და მაჯნუნთან" ერთად ფესტივალის ფარგლებში ასევე გამოფენილი იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ უკრაინულ ენაზე უკრაინაში გამოცემული სხვა წიგნებიც, კერძოდ "თანამედროვე აზერბაიჯანული პოეზიის ანთოლოგია", იმადედინ ნასიმის “І шляхом Істини постав я сам...” ("მე თავადა ვარ გზა ჭეშმარიტი ..."), სალამ სარვანის “І потонути неможливо, неглибокий цей світ...” („ვერ ჩაიღრჩობი, სიღრმე აკლია ქვეყნიერებას“) და ლეილა ალიევას “Свiт тане, як сон” („სამყარო სიზმარივით ილევა“).
უნდა აღინიშნოს, რომ Dnepr Book Space არის ერთადერთი და უდიდესი წიგნის ფესტივალი უკრაინაში, რომელიც იძლევა ფართო შესაძლებლობებს ამ დარგში ინოვაციებისთვის. ფესტივალი ორგანიზებულია უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროს, უკრაინის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის, კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის, უკრაინის წიგნის ინსტიტუტისა და უკრაინის გამომცემელთა კავშირის მიერ.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.