ალიაღა ქურჩაილის შემოქმედება ბელორუსის ლიტერატურულ პორტალში
პოპულარულმა ბელორუსულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Stihi.by” მა გვერდი მიუძღვნა გამოჩენილი აზერბაიჯანელი პოეტის, ალიაღა ქურჩაილის რუსულად ნათარგმნ ლექსებს – „აღიარება“, „ზღვაც ადამიანივითაა“ და „გზა გამინათდა“. პუბლიკაციას თან ერთვის ინფორმაცია ავტორის შემოქმედების შესახებ.
ლექსების რუსულ ენაზე თარგმნის ავტორია ცნობილი აზერბაიჯანელი მთარგმნელი ვლადიმერ გაფაროვი.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტალი, რომელიც მიმდინარე წლიდან ფუნქციონირებს, ძირითადად თანამედროვე მსოფლიო პოეზიასა და რუსულ-ბელორუსულ ლიტერატურულ ნიმუშებს აშუქებს.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.