კიევში გაიმართა ნიზამი განჯელის „ლეილი და მეჯნუნის“ პრეზენტაცია
დიდი აზერბაიჯანელი პოეტისა და მოაზროვნის, ნიზამი განჯავის 880 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უკრაინის ლიტერატურის ეროვნულ მუზეუმში გაიმართა უკრაინულად თარგმნილი "ლეილი და მაჯნუნი" პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ გამოჩენილი უკრაინელი მეცნიერები და მწერლები, მედიის წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები. მათშორის უკრაინის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე ბოგომოლოვი, ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე გრიგორი ხალიმენკო, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უკრაინული ენის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი პაველ გრიჩენკო, ცნობილი დრამატურგი, პროფესორი ლარისა ხორელეცი, უკრაინის მთარგმნელთა კავშირის ხელმძღვანელი სერგეი ბორშევსკი, იაროსლაველის გამომცემლობის დირექტორი, ცნობილი პოეტი სვეტლანა კორონენკო, კიევი-მოგილანის აკადემიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ფარჰად თურანლი და უკრაინის წიგნის ინსტიტუტის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი დარინა სტეპანიუკი. თვითეულმა მათგანმა დამსწრე ბსაზოგადოებას გაუზიარა თავისი მოსაზრებები დიდი პოეტის შემოქმედების შესახებ. ითქვა, რომ ეს დიდი პოეზია, რომელიც ემსახურება ღვთიური სიყვარულის გამოვლინებასა და სამართლიანი საზოგადოების ცხოვრებაში დანერგვას, დღესაც აქტუალურია და ამიტომაც მოიპოვა მარად დაუცხრომელი ინტერესი და სიყვარული. სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მწერალმა ეთიმად ბაშწეჩიდმა აღნიშნა, რომ 2021 წელი, რომელიც ნიზამი განჯავის 880 წლის იუბილეს ემთხვევა, აზერბაიჯანში გამოცხადდა "ნიზამის წლად". ნიზამის მდიდარი შემოქმედება შეიყვარეს და შეისწავლეს მსოფლიოს ხალხბმა განურჩევლად ენისა და რელიგიური კუთვნილებასა. ცნობილმა აღმოსავლეთმცოდნე პროფესორმა გრიგორი ხალიმენკომ ისაუბრა ნიზამის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლაზე უკრაინაში და აზერბაიჯანული კლასიკური ლიტერატურის გავლენაზე მსოფლიო პოეზიაზე. პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა, რომ წიგნი უახლოეს დღეებში განთავსდება ქვეყნის ბიბლიოთეკებსა და უნივერსიტეტებში.
ღონისძიების ბოლოს აღნიშნული პროექტის ხორცშესხმაში გაწეული წვლილისათვის უკრაინის ლიტერატურის ეროვნული მუზეუმის დირექტორს ქალბატონ გალინა სოროკს, გამომცემლობა „იაროსლავოვის ვალის“ თანამშრომელთა ჯგუფს, - პროექტის კოორდინატორს მარინა გონჩარუკას და წიგნის რედაქტორ გრიგორი ჰუსეინოვს გადაეცათ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის დიპლომები.
წიგნი, რომელიც მდიდი გამოცდილებით გამორჩეულმა უკრაინელმა გამომცემლობამ „იაროსლავოვ ვალმა“ გამოსცა, უკრაინულ ენაზე თარგმნა გამოჩენილმა უკრაინელმა პოეტმა და მთარგმნელმა ლეონიდ პერვომაისკიმ. წიგნის რედაქტორია უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატი გრიგორი გუსეინოვი, წინასიტყვაობის ავტორი კი გამოჩენილი აღმოსავლეთმცოდნე მეცნიერი აგაფანგელ კრიმსკი გახლავთ.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.