ნიზამი განჯევის პოემა „ლეილი და მეჯნუნი“ საქართველოში გამოიცა

ნიზამი განჯევის პოემა „ლეილი და მეჯნუნი“ საქართველოში გამოიცა

როგორც ვიცით, მიმდინარე წელი აზერბაიჯანში "ნიზამის წელადაა" გამოცხადებული, ამასთან დაკავშირებით, საქართველოში გამოიცა  დიდი აზერბაიჯანელი პოეტის, ნიზამი განჯავის პოემა "ლეილი და მაჯნუნი". წიგნიგამოსცა გამომცემლობა ივერიონმა, რომელსაც მდიდარი გამომცემლობითი გამოცდილება გააჩნია. პოემა ქართულად თარგმნა გამოჩენილმა ქართველმა აღმოსავლეთმცოდნემ და მთარგმნელმა პროფესორმა მაგალი თოდუამ. წიგნის რედაქტორი მწერალი და მთარგმნელი იმირ მამედლი, წინასიტყვაობის ავტორი კი პროფესორი ხალილ იუსიფლია.

 

 

 

რას ღაღადებს ნიზამი განჯევის

„ლეილი და მეჯნუნი“ 

 

დიდი აზერბაიჯანელი პოეტი და მოაზროვნე, "ხამსა"-ს ("ხუთეული") ავტორი ნიზამი განჯავი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ლიტერატურული ფიგურაა.  ყველა საგანმა და მოვლენამ, რომელმაც მის პოეტურ დვრიტაში გაიარა, ღრმა საზოგადოებრივი და ფილოსოფიური შინაარსი შეიძინა.

ნიზამი განჯავი  სერიოზულად იკვლევდა ამ თემას და ეცნოდა მასთან დაკავშირებულ მრავალ წყაროს. ნიზამი სწორად მიუხვდა ახსითას და  წყაროები გულდასმით შეისწავლა. და ის, რაც მოიხელთა, ერთგულად შეურწყა ზოგად პოეტურ ნაკადს, სიუჟეტს ახალი ფორმა და ახალი სულისკვეთება მისცა. 

ნიზამი განჯევის პოემა ერთ ასეთ ჭეშმარიტებასაც ადასტურებს, დრო ადამიანის საპირისპიროა, თუმცა ბოლოს ადამიანი იმარჯვებს. მიუხედავად მსხვერპლისა და ტრაგედიებისა, ადამიანური თანადგომა ქვეყნიერებას სულ უფრო ადამიანურს ხდის, ამის შესაბამისად კი დროც იცვლება:


მოყვასნო ჩემნო, ოდესღაც

ლხინში რომ მხარი მიმშვენეთ,

მიჭირს და ხელი მომეცით,

თუ მშველით, ახლა მიშველეთ!

 

პოემა "ლეილი და მაჯნუნი" არის პოეზიის ბრწყინვალე ნიმუში, რომელიც გამსჭვალულია დიდ პოეტის ღრმა აზრებით ადამიანსა და დროის თემაზე. ნიზამი განჯევის პოემა "ლეილი და მაჯნუნი" არის არა მხოლოდ სატრფიალო თემაზე შექმნილი ნაწარმოები, არამედ იგი წარმოადგენს მხატვრული და ფილოსოფიური წიაღსვლების ნაზავს სამყაროსა და ადამიანზე, რომლისთვისაც ქალ-ვაჟის სიყვარული ხელსაყრელ ნიადაგს წარმოადგენს. შეიძლება ვიფიქროთ, რა კავშირშია ეს  ყვეფერი ლეილისა და მაჯნუნის თემასთან. მაგრამ თუ ყურადღებით წავიკითხავთ პოეტის შემოქმედებას, მივხვდებით, რომ ეს ნაირფეროვანი აზრები პირდაპირ კავშირშია "ლეილისა და მაჯნუნის" საერთო სულისკვეთებასთან.

ნიზამი თავისი შვენიერი ხელოვნების თვალწარმტაცი ფერებით გვიჩვენებს თუ რამდენად ძლიერია მაჯნუნის ტრფიალი, იგი რამდენად თავდაუზოგავი და თავისუფალია  და მას ვერ აკავებს გონის მიერ დაწესებული დაბრკოლებები.

შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელ მკაცრ გარემოში ქალთა თვითშებნების გამოღვიძება, მათ მიერ ადამიანურობის გაცნობიერება და მათი ტრაგედია ოსტატურადაა ასახული ლეილის ერთობ მიმზიდველ ხატში. ლეილი, რომელსაც მაჯნუნივით უყვარს, მასავით იწვის ტრფიალის ალში, მეჯნუნისავე განსახიერებაა სუსტი სქესის სამოსელში. ლეილის ტრაგედიაც ასევე გამომდინარეობს იქიდან, რომ მოძველებულ ტრადიციებს არ სურს ადგილი ნებაყოფლობით დაუთმოს ახალს და ეს გახლავთ ძველის სისასტიკისა და დაუნდობლობის გამოვლენა ახლის მიმართ. ლეილის ტრაგედია ბუნებრივი იყო იმ პერიოდში, როდესაც შუასაუკუნეების ფეოდალის აბსოლუტური ძალაუფლება ჯერ კიდევ ძლიერი იყო, მაგრამ რყევას იწყებდა და გარკვეული ბზარები ჩნდებოდა. დროება ჯერ კიდევ არ აღიარებდა ქალის ადამიანურ უფლებებს, გრძნობა-განცდებსა და სულიერ თავისუფლებას, მას ამის გაგონებაც კი არ სურდა: ჯერ კიდევ ისე განიხილავდა მას, როგორც ნივთს, ბაზარში გაჰყავდა, ფასს ადებდა და ვინც მეტ ოქროს გადაუხდიდა, მას უთმობდა.  დროების მიერ დაწესებული წესი ისეთი იყო, რომ ქალს არ ჰქონდა აზროვნების, გრძნობის გამოვლენის, სიყვარულისა და არჩევანის უფლება. თუ იგი დამოუკიდებელი აზროვნების უნარს გამოავლენდა, ამისთვისაც დაისჯებოდა. დაუშვებელი იყო სურვილის ასრულება, თუ იგი საყოველთაოდ დადგენილ ქცევის წესებს არ შეესაბამებოდა. ამ დროს ლეილი გარეგნულად ემორჩილებოდა საყოველთაო მოთხოვნებს, სინამდვილეში კი მედიდური დუმილით უპირისპირდებოდა მას, ბნელ ეპოქაში მზესავით კაშკაშებდა და ზოგადსაკაცობრიო იდეების ჩირაღდანივით ენთო.

ამ პოემაში ნიზამი განჯევმა თავისებური სურათ-ხატების, დიდი ოსტატობით აღწერილი და გაანალიზებული მოვლენების და იდეების საშუალებით შექმნა თავისი დროის ადამიანის მდიდარი სულიერი ხატი და აზრობრივი ველისა და სულიერი სამყაროს სურათი.  როგორც დიდი აზერბაიჯანელი პოეტი თავად ამბობს: უმცირეს ნაწილაკსაც თავისი გარკვეული როლი აკისრია. ამ შედევრალურ ნაწარმოებშიც ყველაზე ეპიზოდური სურათიც კი მნიშვნელოვანია და ემსახურება პერსონაჟების უფრო სრულყოფილ წარმოჩენას და საერთო იდეის სულისკვეთებას. ვითარცა ნიზამი განჯევის ყველა ნაწარმოები, ეს პოემაც ცხოვრებისეული სინამდვილით გამსჭვალულ იდეათა მდიდარი საგანძურია.

 

 

ხალილ იუსიფლი

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

 

 

 

და სხვა ...

  • იუსიფ სამედოღლის შემოქმედება გერმანულ პორტალში იუსიფ სამედოღლის შემოქმედება გერმანულ პორტალში

    გერმანიის პოპულაულმა ლიტერატურულმა პორტალმა SchreiberNetzwerkმა სახელმწიფო მთარგმნელლობითი ცენტრის აზერბაიჯანული ლიტერატურა ვირტუალურ სამყაროში პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება აზერბაიჯანის სახალხო  მწერლის იუსიფ  სამედოღლუს გერმანულად თარგმნილი მოთხრობისა ცივი ქვა“.

     

     

  • ორხან ფიქრეთოღლუს შემოქმედება ესპანეთისლიტერატურულ პორტალში ორხან ფიქრეთოღლუს შემოქმედება ესპანეთისლიტერატურულ პორტალში

    ესპანეთის პოპულაულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Alquibla”-ამ სახელმწიფო მთარგმნელლობითი ცენტრის აზერბაიჯანული ლიტერატურა ვირტუალურ სამყაროში პროექტის ფარგლებში დაიწყო ტრანსლირება ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ორხან ფიქრეთოღლუს ესპანურად თარგმნილი მოთხრობისა უკანასკნელი ჯიგიტის ზღაპარი“.

     

  • თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“

    თბილისში გაიმართა პრეზენტაცია  "ჰეიდარ ალიევის წლის" ფარგლებში გამოცემული წიგნის "ჰეიდარ ალიევი და საქართველო". პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება გახსნ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა; მან ისაუბრა ისტორიის რთულ პერიოდებში ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტ როლზე საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და მის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს  რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობ. შემდეგ სიტყვა მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, სახალხო მწერალ აფაგ ესუდს: