აფაგ მესუდი: ”დღეს ჩრდილოეთ კვიპროსის ლიტერატურა და კულტურა ძლიერ საჭიროებს აზერბაიჯანში პოპულარიზაციას”

მიმდინარე წლის 8 ივნისს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ბაქოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქალბატონი ნობერ ფერიდ ვეცჰი და ჩრდილოეთ კვიპროსის განათლებისა და კულტურის ატაშე ბატონი ტეიფიკ ულუალი სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვივნენ.
შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს ცენტრის მიერ სხვადასხვა წლებში აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული თურქული ლიტერატურის ნიმუშებზე - 2017 და 2018 წლებში აზერბაიჯანში დასტამბული "თურქული ლიტერატურის ანთოლოგიაზე" (პოეზია და პროზა) და განიხილეს შემდეგი ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება აზერბაიჯანულ-ჩრდილო კვიპროსული ლიტერატურული ურთიერთობების გაფართოებისაკენ.
აფაგ მესუდი: ”დღეს აზერბაიჯანში ჩრდილოეთ კვიპროსის ლიტერატურისა და კულტურის პოპულარიზაციის დიდი საჭიროებაა. ამჟამად კვიპროსელი მწერლებისა და პოეტების, მხატვრების და კომპოზიტორების ნაწარმოებები მსოფლიოს წამყვან ბიბლიოთეკებსა და გამოფენებზეა წარმოდგენილი. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა ხელოვნების ეს მარგალიტები აზერბაიჯანსაც გავაცნოთ. ”
შეხვედრის ბოლოს ცენტრს საჩუქრად გადაეცა ტეიფიკ ულუალის მიერ გადაღებული სალიმიას მეჩეთის ფოტო-სურათი.
Qalereya
და სხვა ...
-
დიდი ვაჟა ფშაველას წიგნი აზერბაიჯანში
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრსა და საქართველოს მწერალთა სახლის თანამშრომლობის ფარგლებში აზერბაიჯანულად გამოიცა გამოჩენილი ქართველი პოეტისა და მწერლის ვაჟა ფშაველას წიგნი „გველისმჭამელი“.
-
ნუსრეთ ქესემენლის ლექსები საქართველოს ლიტერატურულ პორტალში
პოპულარულმა ქართულმა ლიტერატურულმა პორტალმა “1TV.Eleqtroliti”- მ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის - "აზერბაიჯანული ლიტერატურა ვირტუალურ სამყაროში"
-
აფაგ მესუდის ესსე „ძვირფასო უკრაინავ“ უცხოურ მედიაში
მთელმა რიგმა მსოფლიო მედია საშუალებებმა, საიტებმა და სოციალურმა ქსელებმა, მათშორის ესპანეთის „Alquiblaweb.com“-მ, ირლანდიის „Medium.com“-მ, თურქეთის „Dibace.net“-მა