ფრანც კაფკას ორტომეული საჩუქრად გადაეცა ავსტრიის ელჩს
5 მაისს, აზერბაიჯანში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბერნდ ალექსანდრე ბაიერლი თარგმანის სახელმწიფო ცენტრს ეწვია.
შეხვედრის დროს მხარეებმა ისაუბრეს მსოფლიო ლიტერატურის გამოცემებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს აზერბაიჯანულ ენაზე დაისტამბა სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილეს ავსტრიული ლიტერატურის ნიმუშებზე.
ბერნდ ალექსანდრე ბაიერლი: ”ყოველთვის სიამაყის გრძნობას გგვრის ცენტრის მიერ ავსტრიული ლიტერატურის მიმართ გამოჩენილი ყურადღება. ფრანც კაფკას ორტომეული სახელწოდებით "რჩეული ნაწარმოები", რომელიც ამ დღეებში გამოიცა, განსაკუთრებული მოვლენაა. რამდენადაც ვიცი, კაფკას პირველი გამოცემა აზერბაიჯანში თარგმანის ცენტრმა ჯერ კიდევ 90-იან წლებში განახორციელა. ამჯერად გამოიცა კაფკას ნაწარმოებების ორტომეული. ამ წიგნის აზერბაიჯანში ასეთ მაღალ პროფესიონალურ დონეზე გამოცემამ ჩემზე, როგორც კაფკას მკითხველსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემელზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენ, როგორც ავსტრიის საელჩო, ვგეგმავთ თქვენს მიერ გამოცემული ორტომეულის პრეზენტაციის ორგანიზებას სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრთან ერთად. ასევე შემოგთავაზებთ წინადადებებს, რომ ეს ორტომეული უფრო ფართო მკითხველთა აუდიტორიისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. გულითად მადლობას მოვახსენებთ ცენტრს, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ. აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ავსტრია-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. ”
შეხვედრის ბოლოს სტუმარს საჩუქრად გადაეცა ცენტრის მიერ "მსოფლიო ლიტერატურის მარგალიტების" სერით აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული ფრანც კაფკას ორტომეული -- "რჩეული ნაწარმოები", სადაც თავმოყრილია მწერლის მხატვრული შედევრები, დღიურები და ინტერვიუები.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.