გამოვიდა ფრანც კაფკას „რჩეული ნაწარმოებების“ ორტომეული
სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ახალი პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწქინებს „მსოფლიო ლიტერატურის მარგალიტების“ 150 ტომეულის სერიულ გამოცემას, გამოვიდა ავსტრიელი მწერლის ფრანც კაფკას „რჩეული ნაწარმოებების“ ორტომეული.
ორტომეულში თავმოყრილია მწერლის ისეთი ნაწარმოებები, რომლებმაც მსოფლიო ლიტერეტურაში ახალ ეტაპს დაუდო სათავე და ავტორს სიკვდილის შემდეგ მსოფლიო აღიარება მოუტანა. მათშორის აღსანიშნავია რომანები „პროცესი“ და „კოშკი“, ასევე მოთხრობები -- „ბუდე“, „დავის შედეგი“, „მეღუმელე“, „უბედურება“, „სადამსჯელო კოლონიაში“, „მეტამორფოზა“, „პატარა ქალი“, „სოფლის ექიმი“, „განაჩენი“ და „მომღერალი ჟოზეფინა“. მკითხველი აგრეთვე გაეცნობა კაფკასეულ პრიჩებს -- „ხიდი“, „ქორი“, „სიზმარი“, „გამოცდა“, „გაქცევა“, „მეზობელი“, „ღამე“ „პასეიდონი“ და სხვა. ორტომეულში ასევე შესულია მწერლის დღიურები, საუბრები, ანდერძი და მოგონებები კაფკას შესახებ.
ნაწარმოებები გერმანულიდან თარგმნეს ცნობილმა მთარგმნელებმა - ვილაეთ ჰაჯიევმა, ჩერქეზ გურბანლიმ, იუსიფ სავალანმა და სხვებმა.
ფრანც კაფკა
(1883–1924)
· ებრაული წარმოშობის ავსტრიელი მწერალი;
· დაიბადა 1883 წლის 3 ივლისს პრაღელი ვაჭრის ოჯახში;
· 1906 წელს დაამთავრა პრაღის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და დაიცვა დისერტაცია სამართლის მეცნიერებათა სფეროში;
· მისი ნაწარმოებების ძირითადი ნაწილი ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა;
· ავტორია ისეთი პოპულარული რომანებისა და მოთხრობებისა, როგორებიცაა „პროცესი“, „კოშკი“, „ამერიკა“ „მეტამორფოზა“, „განაჩენი“, „სადამსჯელო კოლონიაში“, „უბედურება“, „ქორი“ და „ხიდი“;
· მისმა ნაწარმოებებმა დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის მსოფლიო ლიტერატურაზე, ფილოსოფიასა და ლიტერატურულ კრიტიკაზე;
· გარდაიცვალა 1924 წლის 3 ივნისს ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ;
· დაკრძალულია პრაღის უძველეს ებრაულ სასაფლაოზე.
წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში:
“Libraff”-ი
“Kitabevim.az”-ი
“Akademkitab”-ი
წიგნის სახლი “Akademiya”
“Azərkitab”-ი
პრეზიდენტის აპარატის წიგნის სახლი
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო ჯიხური
წიგნის მაღაზია “Pero”
წიგნის სახლი “Oxumalı” (საკითხავი)
წიგნის სახლი “Lider”-ი
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.