ნოვრუზის ისტორია, მნიშვნელობა და ფილოსოფია
უძველესი დროიდან ადამიანები თოვლიანი და ცივი ზამთრის დასრულებასა და გაზაფხულის დადგომას სხვადასხვა ცერემონიებითა და რიტუალებით ხვდებოდნენ, რაც იმით იყო გამოწვეული რომ სუსხიანი ზამთარი დიდ სირთულეებს უქმნიდა ცოცხალ სამყაროს, გაზაფხულის დადგომა კი მათ გადარჩენასა და სოცოცხლის განახლებას მოასწავებდა.
ამ დღესასწაულის ისტორია, რომელსაც კაცობრიობის ცივილიზაციის ერთ-ერთი პირველი ეთნიკური ჯგუფი -- თურქულენოვანი ხალხები, მათ შორის აზერბაიჯანელები აღნიშნავდნენ, როგორც ნოვრუსს (ახალი დღე), ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, აზერბაიჯანში ისლამის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე იწყება.
აზერბაიჯანელები ნოვრუზამდე 4 ოთხშაბათსაც აღნიშნავენ -- წყლის, ცეცხლის, ქარის და მიწის ოთხშაბათს. ეს იმითაა განპირობებული, რომ არაერთი ძველი რწმენის მიხედვით სამყარო ოთხი სტიქიისაგან - წყალი, ცეცხლი, მიწა და ქარი -- შეიქმნა, და რომ ბუნების გამოღვიძება სწორედ ამ სტიქიების გამოღვიძებასთანაა დაკავშირებული.
წყლის ოთხშაბათი - ზამთრის სუსხისაგან გაყინული მდინარეების დნობასა და გაზაფხულის პირველი ამოსუნთქვით ნიადაგის თანდათან დატენიანებას, ცეცხლის ოთხშაბათი - მზის მიერ მიწის გათბობასა და მის განაყოფიერებას, ქარის ოთხშაბათი -უკვე გაღვიძებული მიწისა და მცენარეების გაღივებას, გაფურჩქვნასა და გამოცოცხლებას, მიწის ოთხშაბათი კი გამოღვიძებული და მორწყული მიწის სახნავ-სათესად მზადყოფნას მიანიშნებს.
ნოვრუზის მოსვლა ოსტატურად არის აღწერილი და ხოტბაშესხმული როგორც აღმოსავლურ, ასევე აზერბაიჯანულ პოეზიაში გავრცელებული ლირიკული სალექსო ფორმის მეშვეობით, რომელსაც „ბაჰარია“ (საგაზაფხულო) ეწოდება.
მკითხველს სთავაზობს ამ თემაზე დაწერილ რჩეულ ლექსებს.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.