პიტერ ბრუკის წიგნი პირველად აზერბაიჯანულ ენაზე
სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა აზერბაიჯანულ ენაზე გამოაქვეყნა გამოჩენილი რეჟისორისა და თეორეტიკოსის პიტერ სტივენ ბრუკის სტატიებისა და ინტერვიუების კრებული -- „ცარიელი სივრცე“, რითაც თავისი წვლილი შეიტანა კინომცოდნეობის, სარეჟისორო და აქტიორული ხელოვნების სწავლების საქმეში.
წიგნში, რომელიც დაყოფილია შემდეგ თავებად „უსულო თეატრი“, „წმინდა თეატრი“, „უხეში თეატრი“, „თეატრი“ და „ი. კაგარლინსკი“, სიღრმისეული ანალიზისა და კვლევის მეთოდით განხილულია თეატრალური სამყაროს ფარდისმიღმური ცხოვრება, ხილული და უხილავი ასპექტები, სამსახიობო და სარეჟისორო პროფესიების ფარული მხარეები.
კრებული ორიგინალიდან თარგმანა ილგარ ალიფოღლიმ. რედაქტორი კი რაბიგა ნაზიმგიზია.
წიგნი დაისტამბა სახელმწიფო მთარგმნელლობითი ცენტრის სტამბაში.
პიტერ სტივენ ბრუკი
· თეატრისა და კინოს რეჟისსორი, თეორეტიკოსი;
· ავტორია ისეთი ცნობილი სპექტაკლებისა და დოკუმენტური ფილმებისა, როგორებიცაა „ძმები კარამაზოვები“, „დაუკძალავი მიცვალებულები“, „ზამთრის ზრაპარი“, „დიდი ინკვიზიტორი“, „მათხოვრების ოპერა“ და „შვიდი დღე-ღამე“;
· დააფუძნა „თეატრალური კვლევების საერთაშორისო ცენტრი“, რომელიც 1968 წელს პარიზში დაარსდა.
· „ბრიტანიის იმპერიისა“ და „ღირსების ლეგიონის“ ორდენების კავალერია;
· „ევროპული თეატრის პრემიის“, „კიოტოსა“ და „ბსენის საერთაშორისო პრემიის“ ლაურეატია.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.