ანდრეი ტარკოვსკის წიგნი პირველად აზერბაიჯანულ ენაზე
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გამოაქვეყნა გამოჩენილი რუსი კინორეჟისორის ანდრეი ტარკოვსკის წიგნი "კინოს საიდუმლოებების შესახებ", რითაც თავისი წვლილი შეიტანა კინომცოდნეობის, სარეჟისორო და აქტიორული ხელოვნების სწავლების საქმეში.
წიგნი, რომელიც პირველად გამოიცა აზერბაიჯანულ ენაზე, მოიცავს ავტორის მოსაზრებებს ხელოვნებაზე, სამეცნიერო-თეორიულ სტატიებს, ლექციებს, გამოსვლებსა და ინტერვიუებს.
წიგნი დაყოფილია შემდეგ თავებად: "კინო საზოგადოების სარკეა", "ლექციები კინორეჟისურის შესახებ", "ხელოვნება იდეალის ძიებაში", "გრავირებული დრო", "მხატვრის პასუხისმგებლობა", "მონატრების შემდეგ", "კინო იდუმალი სამყაროა", "შეხვედრები, გამოსვლები, ინტერვიუები". აქ სიღრმისეული ანალიზისა და კვლევის შედეგად განმარტებულია კინემატოგრაფიის სამყაროს ხილული და უხილავი ასპექტები, სამსახიობო და სარეჟისორო პროფესიების ფარული მხარეები და კინოხელოვნების გავლენა ინდივიდსა და საზოგადოების ფართი ფენებზე.
წიგნი ორიგინალიდან თარგმანა ფარჰად აბდულაევმა. რედაქტორი კი რაბიგა ნაზიმგიზია.
წიგნი დაისტამბა სახელმწიფო მთარგმნელლობითი ცენტრის სტამბაში.
ანდრეი არსენიევიჩ ტარკოვსკი
(1932–1986)
· დაიბადა რუსეთის ივანოვოს მხარეში;
· დატოვა მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, როგორც კინოსა და თეატრის რეჟისორმა, თეორეტიკოსმა და სცენარისტმა;
· მისი პირველი ეკრანული ნამუშევარი - ფილმი "ივანეს ბავშვობა" მსოფლიო კინემატოგრაფიაში დიდ მოვლენად იქნა აღიარებულ და ვენეციის საყოველთაოდ ცნობილ კინოფესტივალზე "ოქროს ლომი"-ს პრემია დაიმსახურა;
· მისი ფილმები "ანდრეი რუბლიოვი", "სარკე" და "სტალკერი" ყველა დროის საუკეთესო ეკრანული ნამუშევრების ჩამონათვალში მოხვდნენ;
· 1980 წელს მორიგი ფილმის გადაღების მიზნით იტალიაში გაემგზავრა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა;
· • სიცოცხლის ბოლომდე იტალიაში ემიგრანტის ცხოვრებით ცხოვრობდა;
· • ბოლო ფილმები - "სევდა" (1983) იტალიაში, "მსხვერპლშეწირვა" (1986) კი შვედეთში გადაიღო;
· ანდრეი ტარკოვსკის გარდაცვალების შემდეგ დიდი ხელოვანის ხსოვნას ფილმები მიუძღვნეს ისეთმა ცნობილმა რეჟისორებმა, როგორიცაა ვიმ ვენდერსი, ალექსანდრე სოკუროვი დალარს ფონ ტრიერი.
წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში:
“Libraf”-ი
“Kitabevim.az”-ი
“Akademkitab”-ი
წიგნის სახლი “Akademiya”
“Azərkitab”-ი
პრეზიდენტის აპარატის წიგნის სახლი
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო ჯიხური
წიგნის მაღაზია “Pero”
წიგნის სახლი “Oxumalı” (საკითხავი)
წიგნის სახლი “Lider”-ი
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.