ვიდეორგოლი „ლევ ტოლსტოის ქალიშვილი სომხური ვანდალიზმის შესახებ“ უცხოურ ენებზე
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა მომაზადა ვიდეო რგოლი „ლევ ტოლსტოის ქალიშვილი სომხური ვანდალიზმის შესახებ“, რომელიც ასახავს ალექსანდრა ტოლსტოის ჩანაწერებს სომხების მიერ თურქეთის ქალაქ ვანში ჩადენილი ვანდალიზმის შესახებ. ალექსანდრა 1915 წელს წითელი ჯვრის ეგიდით მივლინებული იყო თურქეთში და აღნიშნული მოვლენები თავისი თვალით იხილა.
ვიდეორგოლი რომელიც საერთაშორისო ინტერნეტ სივრცეში ინგლისურ, რუსულ, თურქულ, სპარსულ, არაბულ, ქართულ, ფრანგულ, უკრაინულ, ესპანურ და გერმანულ ენებზე გავრცელდება, ასევე გადაეგზავნება აზერბაუჯანში აკრეტიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებსა და მსოფლიოს ავტორიტეტულ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს.
ლევ ტოლსოის ქალიშვილი სომხური ვანდალიზმის შესახებ
დიდი რუსი მწერლის ლევ ტოლსტოის უმცროსი ქალიშვილი ალექსანდრა ტოლსტოი გახლავთ იასნაია პოლიანას მუზეუმისა და ტოლსტოის ფონდის დამფუძნებელი და ასევე ავტორი არაერთი მხატვრული და პუბლიცისტური ნაწარმოებისა.
1915 წელს ალექსანდრა ტოლსტოი წითელი ჯვრის ეგიდით მივლინებულ იქნა თურქეთის ქალაქ ვანში, როგორც რუსეთის იმპერიის წარმომადგენელი, სადაც შეესწრო შეიარაღებული სომხების მიერ თურქების მიმართ განხორციელებულ სისასტიკეს და ის რაც იხილა, ცხელ კვალზე აღნუსხა დღიური ჩანაწერების სახით.
ქალაქი ვანი მიწასთანაა გასწორებული... "... სომხებმა ცეცხლი წაუკიდეს ქალაქის იმ ნაწილს, სადაც თურქები ცხოვრობდნენ, თიხის ნაგებობებს ცეცხლი ძნელად ეკიდებოდა, ამიტომაც ისინი ცალკე დაწვეს.
თურქებს ალყა შემორტყათ მთაზე მდებარე ციხე-სიმაგრისათვის, რომელიც სომხებს დაეკავებინათ. სომხები ციხე-სომაგრეს ველურებივით იცავდნენ. ქალები დღე და ღამე ხელყუმბარებს აკეთებდნენ და თურქებს ესროდნენ. დაღუპულთა გვამებს ტბაში ყრიდნენ ...
* * *
სკოლის დაცარიელებულ შენობაში შევედით. უსიცოცხლო სხეულები, რომლებზეც ზეწრებია გადაფარებული, იატაკზე ყრია. ისინი თურქები არიან ... კაცები, ქალები, მოხუცები, ახალგაზრდები, ბავშვები ...
ბავშვების კვნესა, ქვითინი, ძილ-ბურანში ბოდვა ისმის...
ქალები შიშველ, უმწეო ხელებს ჩვენსკენ იწვდიან ტირიან: "ქალბატონო, ქალბატონო!" - მოგვძახიან და გვთხოვენ დავეხმაროთ...
უნებლიედ თვალი ვკიდე ქალს, რომლსაც უსიცოცხლო მკლავები ჩამოეყარა და კუთხეში მობუზულიყო. მისი მინავლული კვნესა ძლივს აღწევდა ჩემამდე ...
წითელი ჯვრის ამერიკელმა წარმომადგენელმა მისტერ იაროუმ შემჩნია ჩემს თვალებში ჩამდგარი კითხვა და ამიხსნა:
-მაგას მკლავები სომხებმა მოსწყვიტეს...
-სომხებმა? რატომ? უდანაშაულო ქალს ასე სასტიკად რატომ გაუსწორდნენ? - გაოცებულმა ვკითხე, - კი მაგრამ გაზეთები იუწყებოდნენ, რომ აქ სომხების მიმართ სისასტიკეს თურქები სჩადიან. ვერეფერი გამიგია...
რაზეც მისტერ იაროუმ მომიგო: ვანში ისეთი სომხურ ვანდალიზმს შევესწარით, რაც კაცობრიობას არ შეეფერება და სამარცხვინო ლაქაა. სომხები ქალებს ძუძუებს აჭრიდნენ, მკლავებსა და სახსრებს ჰგლეჯდნენ, ფეხებს ამტვრევდნენ... ეს არაადამიანური მხეცობა და უდანაშაულო მსხვერპლი ჩემი თვალით ვიხილე... „
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.