კიევში სალამ სარვანის წიგნის პრეზენტაცია მოეწყო
უკრაინის ეროვნულ ლიტერატურის მუზეუმში თანამედროვე აზერბაიჯანელი პოეტის სალამ სარვანის ნაწარმოებების წარდგინების ცერემონიალი მოეწყო.
წიგნი, რომელსაც „ქვეყანას სიღრმე აკლია, ვერ დაიხრჩობი“ ეწოდება, აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტს წარმოადგენს. წიგნი გამოიცა უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ტარას შევჩენკოს სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტისა და გამომცემლობა „სამიტ-კნიგის“ მხარდაჭერით.
AZƏRTAC-ი იუწყება, რომ უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ტარას შევჩენკოს სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ნიკოლაი სულიმამ, რომელმაც გახსნა ღონისძიება, ვრცლად ისაუბრა აზერბაიჯანულ-უკრაინული ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიაზე. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება დიდ ბიძგს მისცემს აზერბაიჯანულ-უკრაინული ლიტერატურული თანამშრომლობის გააქტიურებას.
უკრაინის ეროვნული ლიტერატურის მუზეუმის უფროსმა მეცნიერ მუშაკმა სოფია ფეჯორამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ლიტერატურის მუზეუმი მუდამ მზადაა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრთან თანამშრომლობისათვის და მოხარულია, რომ მონაწილეობა მიიღო სალამ სარვანის წიგნის პრეზენტაციის ორგანიზებაში.
პრეზენტაციაზე აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ აღნიშნული წიგნის მთარგმნელი ლესია მუდრაკი, პროექტის პასუხისმგებელი მდივანი მარინა გონჩარუკი, უკრაინის ეროვნული ავიაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პროფესორი არიფ გულიევი, პოეტები დიმიტრი ჩისტიაკი, სერგეი სავინი, იულია გუპალიუკი, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტის აზერბაიჯანული ფილოლოგიის მასწავლებელი ირინა დემერეზენი და სხვები.
რუსტამ მამედოვი
კიევი
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.