სალამ სარვანის წიგნი უკრაინულ რადიოში განიხილეს
უკრაინული რადიო „Kultura“-ს ეთერი დაეთმო ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის სალამ სარვანის წიგნის განხილვას. კრებულს, რომელიც კიევში დაისტამბა უკრაინულ ენაზე, „ქვეყანას სიღრმე აკლია, ვერ დაიხრჩობი“ ეწიდება.
გადაცემის დროს რადიო „kultura“-ს წამყავან ლუდმილა ლიხევიჩს, უკრაინაში პროექტის პასუხისმეგებელ მდივანს მარინა გონჩარიუკსა და ცნობილ უკრაინელ მთარგმნელს ლესია მუდრაკს შორის შედგა აზრთა გაცვლა, რომელიც შეეხო როგორც სალამ სარვანის წიგნში წარმოდგენილ ლექსებსა და საერთოდ უკრაინულ-აზერბაიჯანულ ლიტერატურულ ურთიერთობებს, ასევე აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ფართომასშტაბიან საქმიანობას და მის როლს თანამედროვე მსოფლიოში.
გადაცემის ბოლოს მთარგმნელმა ლესია მუდრაკმა რადიომსმენელებს სალამ სარვანის რამდენიმე ლექსიც გააცნო.
შესაბამისი ლინკი:
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.